The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბიძინა ხუბუტია

ბიძინა ხუბუტია
Date of birth:28 December, 1928
Date of death:17 December, 2002  (at 73 years)
Category:Medical Doctor

Biography

რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მეცნიერი, ქირურგი, ბიძინა ილარიონის ძე ხუბუტია დაიბადა 1928 წლის 28 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში. 1945 წელს ქ. ზუგდიდში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1946 წელს ჩაირიცხა მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1952 წელს.

1953 წლიდან იყო ი. პ. პავლოვის სახელობის ქ. რიაზანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი. 1955 წლიდან იქვე მუშაობდა ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე.

1955 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე "კარდიო-აორტის წნულის ტოპოგრაფია და მისი ანესთეზიის მეთოდის ანატომიური დასაბუთება".

1959 წ. - დოცენტი.

1963 წ. ინსტიტუტში მისი ინიციატივით დაარსდა ცენტრალური კვლევითი ლაბორატორია 

1964 წ. დაინიშნა  რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის, ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ხელმძღვანელად.

1966 წ. მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე "ანონიმურ-პულმონალური(ფილტვის) ანასტომოზის ოპერაცია და მისი ექსპერიმენტულ- ანატომიური დასაბუთება“ (1966).

1967 წ. - პროფესორი

იმავდროულად, 1966 წლიდან 1987 წლამდე იყო აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში.

ატარებდა აქტიურ სამეცნიერო კვლევებს ტოპოგრაფიულ ანატომიაში, გულზე ოპერატიულ ქირურგიასა და ლაზერის მედიცინაში გამოყენების განხრით.

ბიძინა ხუბუტია იყო ჟურნალ „სამედიცინო ბიოლოგიური მაცნეს“ მთავარი რედაქტორი. არის ათეოლობით მონოგრაფიის ავტორი კარდიოქირურგიის სფეროში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა დისერტაციები 26 მეცნიერებათა კანდიდატისა და და ხუთი მეცნიერებათა დოქტორის მიერ.

1995 წლიდან რუსეთის ფედერაციის ლაზერული აკადემიის (ЛАН РФ) წევრი, აკადემიკოსი.

1998 წ. მეცნიერების დარგში დიდი დამსახურების აღსანიშნავად ერთ-ერთ ვარსკვლავს მიენიჭა ბიძინა ხუბუტიას სახელი.

თავისი მოღვაწეობის პერიოდში იგი მრავალგზის იყო დაჯილდოებული სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის, ღირსების ორდენით.

ბიძინა ხუბუტია გარდაიცვალა 2002 წლის 17 დეკემბერს მისივე კაბინეტში გულის შეტევით. დაკრძალულია რიაზანში სკორბიაშჩენსკის სასაფლაოზე.

2015 წელს რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის მორფოლოგიური კორპუსის შენობის კედელზე გაიხსანა პროფესორ ბ. ი. ხუბუტიასადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.

სახელოვანი წინაპრის გზას აქტიურად აგრძელებენ - შვილი ზურაბ ხუბუტია (კარდიოლოგი) და ორი ტყუპი შვილიშვილი - ბიძინა და ზურაბ ხუბუტიები (უროლოგები). ისინი არც მშობლიურ ქალაქს ივიწყებენ  და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოდიან ქ. ჯვარის მამა-პაპისეულ სახლში (ბ.ხუბუტიას ქუჩა №3).

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki//Хубутия,_Бидзина_Илларионович

2. უბილავა იოსებ. ქალაქი ჯვარი: ისტორია, კულტურა, ადამიანები. - თბილისი, 2020. - გვ. 226-227.

 

 


Share: