The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბათუ სიხარულიძე

ბათუ სიხარულიძე
Date of birth:1960  (64 years)
Category:Sculptor

Biography

ბათუ სიხარულიძემ 1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმი. 1979-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სპეციალობაზე. მისი პედაგოგები იყვნენ პროფესორები ირაკლი ოქროპირიძე და გოგი ოჩიაური.

1988 წელს ჩაირიცხა საკავშირო აკადემიის ასპირანტურაში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ეკა მარანელი. მათ ქალ-ვაჟი - გიორგი და ნანა ჰყავთ.

1991 წლიდან ამერიკაში გამგზავრებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროფესორ მერაბ ბერძენიშვილის კლასში, სადაც მომავალ მოქანდაკეებს ასწავლიდა ქანდაკებას და ხატვას.

1994 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის პირველივე დღიდან, ბათუ აგრძელებდა როგორც პედაგოგიურ, ასევე შემოქმედებით მოღვაწეობას. ის მეუღლესთან ერთად ასწავლიდა ვირჯინიის ორ უნივერსიტეტში. ამჟამად ისინი მოღვაწეობენ ბოსტონის უნივერსიტეტში: ბათუ ქანდაკებას ასწავლის, ეკა-ფერწერას. ბათუ სიხარულიძე ბოსტონის უნივერსიტეტის ქანდაკების კათედრის გამგე და მაგისტრის სახელოსნოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. 2010 წელს ის ჯილინის (ქ. ჩანგჩუნი, ჩინეთი) უნივერსიტეტის საპატიო პროფესორიც გახდა.

ბათუ მრავალი სიმპოზიუმისა და კონკურსის გამარჯვებულია. მისი ბრინჯაოს, მარმარილოსა და სპილენძის ქანდაკებები დაცულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (ინდოეთი, თურქეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, აშშ, საქართველო) ბაღებსა და ქალაქების ექსტერიერებში. მისი ნამუშევრები სავსეა შინაგანი დინამიკით, ექსპრესიით, ვნებით და ღრმა ფსიქოლოგიზმით.

წყარო:

მახარაძე, ირაკლიბათუ სიხარულიძე (1960-) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ. 147-150.


Share: