The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარინა გვახარია

მარინა გვახარია
Date of birth:196?
Category:Medical Doctor

Biography

კლინიკური ემბრიოლოგი, რეპროდუქტოლოგი მარინა გვახარია გახლავთ ფერტილობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ლაბორატორიის დირექტორი კალიფორნიაში (აშშ).

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის დაცვის შემდეგ, 1993 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. პირველი ოთხი წელი ტეხასის შტატში გაატარა, სადაც ქ. ჰიუსტონში ბეილორის სამედიცინო სკოლის, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რეპროდუქტოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა, როგორც მკვლევარი და კლინიკური მეცნიერი. ამ პერიოდში, ნაყოფიერ სამეცნიერო კვლევებთან ერთად, პრაქტიკაში დაეუფლა თანამედროვე ინ ვიტრო ფერტილიზაციის პროცესში გამოყენებულ მაღალ ტექნოლოგიებს და შეისწავლა კლინიკური ლაბორატორიის მართვის დეტალები.

1997 წლიდან დღემდე კალიფორნიაში, ქალაქ სან ხოზეში პალო ალტოს სამედიცინო ფონდის ინ-ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის დირექტორია.

1998 წელს ჩააბარა მაღალი სირთულის კლინიკური ლაბორატორიის დირექტორის საკვალიფიკაციო გამოცდები ემბრიოლოგიისა და ანდროლოგიის განხრით და ასევე, მოიპოვა კალიფორნიის კლინიკური ლაბორატორიის მეცნიერის ლიცენზია.

მარინა გვახარია ხშირად მონაწილეობს სამედიცინო საზოგადოების საგანმანათლებლო და პროფესიული სტანდარტების პროექტებსა და კომისიებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2007 წელს, დარგის სხვა ექსპერტებთან ერთად, მიწვეული იყო ექსპერტად კალიფორნიის სენატში დონორობისა და სუროგაციის საკითხებზე სენატორებისთვის კონსულტაციების გასაწევად.

მარინა გვახარია ლიცენზირებულია ანდროლოგიისა და ემბრიოლოგიის დარგებში, როგორც „მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი” და როგორც კალიფორნიის შტატის „კლინიკური ლაბორატორიის მეცნიერი“. სერტფიცირებულია ამერიკის პათოლოგიური ანატომიის კოლეჯის მიერ როგორც ლაბორატორიების ინსპექტორი და რეგულარულად ატარებს აშშ-ში ინ ვიტრო ლაბორატორიების ხარისხის შემოწმების ინსპექციებს.

გარდა ამისა, 2012 წელს არჩეულ იქნა ამერიკის რეპროდუქციული ბიოლოგიის კოლეგიის პრეზიდენტად.

ამჟამად ჩართულია დამხმარე რეპროდუქციურ ტექნოლოგიებთან და კლინიკურ ლაბორატორიებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკანონმდებლი ინიციატივაში კალიფორნიასა და სხვა შტატებში.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/marina-gvakharia-eqimi-ashsh/ 

2. https://publika.ge/eqim-reproduqtolog-marina-gvakharias-mimartva-tea-wulukians/


Share: