The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაკა სალია

მაკა სალია
Date of birth:1973  (51 years)
Category:Philologist

Biography

ენათმეცნიერი მაკა სალია-ბეშიროღლუ დაიბადა 1973 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში.

1990 წელს დაამთავრა ჯვარის N4 საშუალო სკოლა. 1998 წლს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა - ქართული ენა და ლიტერატურა).

1999-2003 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტ-მაძიებელი.

2003 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „მეთევზეობის ლექსიკა ზანურში“. არის ფილოლოგიის დოქტორი.

2000 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ლექციებს ქართველოლოგიის მიმართულებით.

2013 წელს გათხოვდა მუჰაჯირ ქართველთა შთამომავალზე და საცხოვრებლად გადავიდა თურქეთის ქალაქ დუზჯეში. ჰყავს ერთი ასული, მინესი.

დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს გაიხსნა კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება. პედაგოგთა შტატის შესავსებად გამოცხადდა კონკურსი, რომლის შესახებაც მაკამ იქაური ქართველებისგან შეიტყო. კონკურსში გამარჯვება არ გასჭირვებია. ამჟამად არის ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრაზე.

მაკა სალია კოლეგებთან ერთად წარმატებით უძღვება უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ამასთან ერთად, აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობასაც. იგი  ერთი მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია.

პარარელურად, 2018 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

წყარო: 

1. https://batumelebi.netgazeti.ge/news/346750/

2. უბილავა იოსებ. ქალაქი ჯვარი: ისტორია, კულტურა, ადამიანები. - თბილისი, 2020. - გვ. 257-258.

 


Share: