The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლადო ჭანტურია

ლადო ჭანტურია
Date of birth:14 April, 1963  (61 years)
Category:Lawyer

Biography

ლადო ჭანტურია დაიბადა 1963 წლის 14 აპრილს ქალაქ ჯვარში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). 1980 წელს დაამთავრა ჯვარის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.

1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ამჟამად კანონმდებლობისა და შედარებითი სამართლისმცოდნეობის ინსტიტუტი) ასპირანტურაში, სადაც 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1991-1993 წლებში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატმა, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1994 წელს აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანული სამართლის მაგალითზე”.

1985-1995 წწ.იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და დოცენტი;

1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი;            

1992-1995 წწ. როგორც საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი, მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის მომზადებაში;

1993-1996 წწ. იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგებთან ერთად, მრავალი კანონპროექტი მომზადდა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კერძო სამართლის რეფორმას საქართველოში;

1991-1996 წწ. სარედაქციო ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში. 1993-1994 წლებში მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი მეწარმეთა შესახებ;

1994-1998 წწ. საქართველოს წარმომადგენელი დსთ-ის სახელმწიფოთა კერძო სამართლის კვლევით ცენტრში;

1993 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი;
1997 წლის სექტემბრიდან საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;

1998-1999 წწ. - საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

1999-2004 წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

1996 წელს გერმანიის მაქს პლანკის საზოგადოების სამეცნიერო სტიპენდიატი გახდა და მიწვეულ იქნა ჰამბურგში საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში სამუშაოდ;

1996 წელს მიენიჭა ჯორჯ შულცის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის;

2000 წლიდან - საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წევრი;

2000 წლიდან თავმჯდომარეობდა ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელ ჯგუფს.

2001 წლიდან - საკორპორაციო სამართლის საერთაშორისო კავშირის წევრი (ჰაიდელბერგი);

2001-2003 წწ. თავმჯდომარეობდა საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორის კომისიას;

2003 წელს მიიღო ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდია.

2004 წელს მიენიჭა ამერიკის იურისტთა ასოციაციის პრიზი და 2003 წლის რეფორმატორის წოდება; 

2004 წლიდან - ამერიკის იურისტთა ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის  სამართლებრივი ინიციატივის (ABA/CEELI) ფარგლებში დაფუძნებული პრაღის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი (პრაღა);

2004-2006 წწ. - ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატი მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტში(ჰამბურგი); 

2005 წლიდან - მაქს პლანკის ინსტიტუტის მეგობართა კავშირის წევრი (ჰამბურგი);

2006-2009 წწ. - პროექტის "კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა კერძო სამართალი" ხელმძღვანელი ბრემენის უნივერსიტეტში; 

2007 წლიდან - შედარებითი სამართლის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი (პარიზი);

2008 წლიდან - ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟის წევრი;

2009-2011 წწ.  - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამართლის რეფორმის პროექტში; 

2011-2013 წწ. - კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი (გერმანია);

2014-2018 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;

2018 წლის 8 იავრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან;

ლადო ჭანტურია არის 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ ენებზე; მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი.

იგი რამდენიმე ჟურნალის რედაქტორთა კოლეგიის წევრია, მათ შორის: „სამართლის ჟურნალი“, „სამართალი“, „ადამიანი და კონსტიტუცია“, „ბანკი“, „Юрист“ (ყაზახეთის რესპუბლიკა).

2009 წელს მიიღო ყაზახეთის ჟურნალ „იურისტის“ პრიზი - „საუკეთესო ავტორს“, 

ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ლადო ჭანტურია არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე (მათ შორის ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 ყოველწლიური კონფერენციისა, რომელიც 2001 წელს ჩატარდა თბილისში).

ფლობს რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

2006 წელს დაჯილდოვდა გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ჯვრით ("Das Grosse Bundesverdienstkreuz").

ლადო ჭანტურიას ჰყავს მეუღლე — დალი ჭანტურია და ორი შვილი: გიორგი და ნუცა.

წყარო: 

1. https://www.supremecourt.ge/ka/chairman/lado-chanturia

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_ჭანტურია

3. https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-cv/Lado-Chanturia-Geo.pdf


Share: