The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯაბა გეგეშიძე

ჯაბა გეგეშიძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ჯაბა გეგეშიძე სამეგრელოში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისი პროფესიონალი არ იყო, მაგრამ კარგად ცეკვავდა, მღეროდა და მისგან შვილებზეც გადმოვიდა მუსიკალური და სამსახიობო უნარები. ჯაბას უფროს დებს მუსიკალური განათლება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ამ გზას არცერთი არ გაჰყვა.

ჯაბა ბავშვობაში სულ ღიღინებდა და მომღერლობაზე ოცნებობდა. გრძნობდა, რომ სიმღერა მისი შინაგანი მოწოდება იყო, მაგრამ ახლობლებს ეს საქმე არასერიოზულ პროფესიად მიაჩნდათ. ოჯახის მოთხოვნით, თავდაპირველად, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა წარჩინებით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ბოლოს მაინც კონსერვატორიში ჩააბარა. 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა, სწავლის პერიოდში კი პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდიანტიც გახდა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, როგორც მაგისტრმა, 2016-2017 წწ. სწავლა გააგრძელა უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს  მუსიკალურ აკადემიაში.

უნგრეთში სწავლის დროს, კონკურსის შედეგად, მოიპოვა მთავრობის სტიპენდია.

ჩეხეთშიც კონკურსის გზით მოხვდა. 2017 -2018 წლებში ქალაქ პრაღის ნაციონალურ თეატრში გამოცხადებული კონკურსის შესახებ უნგრეთში სწავლის პერიოდში შეიტყო. ეს შანსი გამოიყენა და გაუმართლა.

პრაღის ნაციონალური თეატრი სამ სფეროს მოიცავს. ეს გახლავთ: ოპერა, ბალეტი და დრამატული თეატრი. რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. პირველ რიგში ჩეხური, გერმანული, იტალიური ფრანგული.

ჯაბა გეგეშიძე მოთხოვნადი მომღერალია. იგი თითქმის მთელ რეპერტუარშია დაკავებული.
წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/jaba-gegeshidze-operis-momgherali-chekhethi/

2. გეგეშიძე ჯაბა. რა ასწავლა ჯაბა გეგეშიძეს  პატრიარქთან გატარებულმა წლებმა და როგორ გააძლიერა ის პირადმა ტრაგედიამ : ინტერვიუ // თბილისელები. თბილისი, 2022. 20-26 ივნისი. N25.გვ. 46-47 


გააზიარე: