The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კოკი ლორთქიფანიძე

კოკი ლორთქიფანიძე
Date of birth:197?
Category:Composer

Biography

კოკი აკა კონსტანტინე ლორთქიფანიძე დაიბადა თბილისში, მსახიობისა და რეჟისორის გურამ ლორთქიფანიძის (ლორთქია) (1930-2008) ოჯახში.

მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. 4-5 წლის იყო, როდესაც რამდენიმე მცირე ზომის საფორტეპიანო ნაწარმოები დაწერა. ამან განაპირობა ის, რომ მშობლებმა კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს. 

1990-იანების დასაწყისში, თბილისის სამოქალაქო ომის დაწყების გამო, მუსიკალურ სასწავლებელში სიარული ვეღარ შეძლო. ამით დამთავრდა მისი მუსიკალური განათლების პირველი ეტაპი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიულზე ჩასაბარებლად ემზადებოდა, მაგრამ გამოცდების წინ, უეცრად, განაცხადა, რომ არ შეეძლო მუსიკის გარეშე და დაიწყო კონსერვატორიისთვის მზადება.

1996 წელს გახდა კონსერვატორიის სტუდენტი კომპოზიციის განხრით. 2000 წელს ბაკალავრიატი დაასრულა ( ბიძინა კვერნაძის კლასი), ხოლო 2002 წელს — მაგისტრატურა კომპოზიციასა და თანამედროვე მუსიკის თეორიაში (ნოდარ მამისაშვილთან და ლია დოლიძესთან).
ამავე წლებში, კახა ბაკურაძესთან ერთად, მონაწილეობდა მოძრაობის თეატრის დაარსებაში.

2002 წელს ამსტერდამში, ყოველწლიურ თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე, კავკასიის რეგიონიდან შესასრულებლად აირჩიეს კოკი ლორთქიფანიძის ელექტრონული ნაწარმოები “Density 0.0”.

2005 წლიდან კომპოზიტორი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკაში მოქმედ სინეტიკის თეატრთან, რომლის დირექტორი, პაატა ციქურიშვილი მისი ბიძაშვილია. თავდაპირველად საქართველოდან ინტერნეტით აგზავნიდა მუსიკას და ამ მუსიკას იყენებდნენ სინეტიკის სპექტაკლებში. 2006 წლის სეზონზე ერთად  იმუშავეს (თბილისი – ვაშინგტონი).

კოკი ლორთქიფანიძე ამერიკაში საცხოვრებლად 2007 წლის ივლისში გადავიდა, როცა სპექტაკლების მუსიკალურმა გაფორმებამ ჯილდოები აიღო და თეატრის ბორდმა გადაწყვიტა მისი  მიწვევა სინეტიკის რეზიდენტი კომპოზიტორის რანგში.
გარდა თეატრში მუშაობისა კოკი ლორთქიფანიძე სხვადასხვა პროექტისთვის ქმნის მუსიკას. ამჟამად რამდენიმე მათგანზე მუშაობს: პირველი პროექტი “საკუთარი თავის პოვნაა” ელექტრონულ მუსიკაში (სახლის სტუდიაში). ასევე, ემზადება ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორების კონცერტში მონაწილეობისა და 2023 წლისთვის დაგეგმილი მსოფლიო პრემიერისთვის “ომის სამყარო” ჰ.ჯ. ვაილის ნოველის მიხედვით.
წყარო: 

https://speech.ge/khelovneba/koki-lorthqiphanidze-kompozitori-ashsh/


Share: