The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამრიკო კორძაია

თამრიკო კორძაია
Date of birth:197?
Category:Musician

Biography

პიანისტმა თამრიკო კორძაიამ 1990-იან წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და უკვე წლებია რაც შვეიცარიაში მოღვაწეობს.

საქართველოში ის ცნობილი გახდა მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებების ინტერპრეტაციებით, შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ კი მისი შემოქმედება უფრო მეტად თანამედროვე მუსიკას დაუკავშირდა.

შედეგად, 2005 წლიდან, ქართველი ხელოვანი აქტუალური მუსიკის  ქართულ-შვეიცარიული ფესტივალის ,„Close Encounters“- ის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია.

თამრიკო კორძაიას მიღებული აქვს მრავალი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის: პირველი პრიზი და პრიზი მოცარტის ინტერპრეტაციისთვის იაპონიაში საკაის საერთაშორისო კონკურსზე. 

2008 წლიდან ის არის „მონდრიანის ანსამბლის“ („Mondrian Ensemble“) წევრი, რომელმაც მიიღო შვეიცარიის მუსიკალური ჯილდო 2018.

2011 წელს შვეიცარიული ანსამბლი პიანისტმა თბილისში ჩამოიყვანა და ისინი ორდღიანი პროგრამით წარსდგნენ ქართველი მაყურებლის წინაშე კონსერვატორიის მცირე დარბაზში და ამგვარი საღამოები საქართველოს რეგიონებშიც გამართეს. 

თამრიკო კორძაია ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის ფორტეპიანოს პროფესორია. 

ინსტრუმენტალისტებთან თანამშრომლობის გარდა, პიანისტი ხშირად შედის მჭიდრო კოლაბორაციაში კომპოზიტორებთან, რაც კვებავს მის გატაცებას თანამედროვე მუსიკით. ამ კომპოზიტორებს შორისაა: კლაუს ლანგი, იურგ ფრეი, დევიდ დრამი, ფელიქს პროფოსი, როლანდ მოსერი, თომას უელი, სემ ჰეიდენი, დიტერ ამანი, ანტუან ჩესექსი, პიტერ კონრადინ ზუმთორი, მადლი მარი სინკი და ნატალი ბერიძე. 

მუსიკოსმა გამოუშვა ჩანაწერები: Edition Wandelweiser, NEOS, WERGO, A Tree in a Field Records, Guild, Col Legno, Tochnit Aleph და Black Truffle. მის სახელს მჭიდროდ უკავშირდება ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის ხელახლა აღმოჩენა, რომლის სხვადასხვა ნაწარმოები მან პირველმა შეასრულა და ჩაწერა.

2021 წელს პიანისტმა გამოაქვეყნა მისთვის რიგით მეორე სოლო ალბომი, სადაც იგი თანამედროვე ავსტრიელი კომპოზიტორის, კლაუს ლანგის 90 წუთიან ნამუშევარს ასრულებს. რელიზი CD-ის სახით გამოვიდა შვეიცარულ ლეიბლზე, Domizil, რომელიც 1996 წლიდან აქტიურად ფარავს ექსპერიმენტული თუ ალგორითმული მუსიკის საზღვრებს.

წყარო:

1. https://tamriko.net/biography/?lang=EN&_wb=biography/

2. https://www.marketer.ge/tamriko-kordzaia-klaus-lang/


Share: