The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჯემალ ბჟალავა

ჯემალ ბჟალავა
Other name:ჯოტი
Date of birth:15 December, 1944  (79 years)
Category:Sculptor

Biography

ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს 15 დეკემბერს სამეგრელოში, მარტვილში. 6 წლის იყო, როდესაც კლდეებში  ქვისგან ცხოველების და მითოლოგიური ფიგურების დამზადება დაიწყო. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.

1970 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში: რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენა (1990-1997); დაზგური ქანდაკების გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, პორტრეტის გამოფენა, თბილისი (1996); ქართველ მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა უზესში, საფრანგეთი (1992); პერსონალური გამოფენები: ბიარიცი (საფრანგეთი, 1993-1996), ბაზელი, შვეიცარია (1996); „ცოცხალი ქვები“, პარიზის საკრებულო, საფრანგეთი (2016); “ქვების სიჩუმე“  აუბენას ვილა, საფრანგეთი (2019).

ხელოვანის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით საქართველოს ისტორიისა და კულტურის მოტივებს. მისი შთაგონების წყარო კავკასიის ხალხთა ლეგენდები და მისტიური არაკებია. მუშაობისას საყვარელი მასალაა - გრანიტი, მარმარილო და სილექსი. „ქვის საწყისი მდგომარეობა ჩემს ნამუშევრებში ხშირად შენარჩუნებულია, რადგან ეს  ხაზს უსვამს მის ბუნებრიობას, სიმკვრივეს და მოცულობას; მე მას პირდაპირ ხელებით ვამუშავებ“, - ამბობს მოქანდაკე.

ჯოტი ბჟალავა 1991 წელს ჩავიდა ხელოვნების სიმპოზიუმზე საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში და მას შემდეგ, უკვე 30 წელზე მეტია საფრანგეთში ცხოვრობს და  მოღვაწეობს. 

მოქანდაკის მიერ ქვიდან გამოთლილი ადამიანები და ცხოველები, საქართველოს გარდა, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული. გამორჩეული  ნამუშევრებია: წმინდა ოჯახი, ქვა (1970), მცხეთა; პეტრე იბერი, რიყის ქვა (1975); მემატიანე, დიაბაზი (1980); ნინოს პორტრეტი (1983), მარმარილო, თბილისი; ძელიცხოველი (1989), მარმარილო, მცხეთა, ოთხმეტრიანი ხარი, რომელიც საფრანგეთში,  ქალაქ ნიმის ცენტრალურ  მოედანზე 2018 წელს განათავსეს; ასევე,  წმ. გიორგის მონუმენტი (1988) სიონის ტაძრის ეზოში და  ნამუშევრების სერია დარიალის ხეობაში (ყაზბეგი), გრანიტი (1973-1980); კომპოზიცია (1991) ლოილანი (საფრანგეთი), მარმარილო, ანტიკური მოტივები, ქანდაკებების ციკლი ბერძნული მითოლოგიის გმირები(1995-1996) და სხვ.

ქართველ მოქანდაკეს ფრანგი ხელოვანები “სკულპტურის  მოცარტს” უწოდებენ.

ჯოტი  ბჟალავა ოჯახთან ერთად სამხრეთ საფრანგეთში, ოდის დეპარტამენტში ცხოვრობს.

წყარო:

1. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 57

2. https://speech.ge/khelovneba/jemal-joti-bzhalava-moqandake-saphrangethi/

3. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/bjalava-djemal.html


Share: