The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ბარდაველიძე-გამსახურდია

ნინო ბარდაველიძე-გამსახურდია
Date of birth:1965  (59 years)
Category:Art historian

Biography

ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი ნინო (ნინა) ბარდაველიძე დაიბადა 1965 წელს, თბილისში.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  (სამხატვრო მაგისტრი) მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ბიზანტიური ფერწერის საკითხებზე.

1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ბაზელში. არის საქართველოსა და შვეიცარიის ორმაგი მოქალაქე.

საზღვარგარეთ წავიდა ოჯახთან ერთად. მისი მეუღლე კოკო გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილია. მათი ვაჟი, დემეტრე მაშინ ოთხი წლის იყო. უმცროსი, ზვიადი კი უკვე შვეიცარიაში დაიბადა.

ნინა განსახურდია მუშაობს როგორც ხატმწერი, რესტავრატორი, კურატორი და ფერმწერი. აქვს მრავალრიცხოვანი პერსონალური გამოფენები როგორც შვეიცარიაში, ასევე, ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ხატწერის რესტავრაციის გამოცდილებამ ხელოვანის შემოქმედებაში ერთმანეთს დააკავშირა რელიგიური თემატიკა და მძაფრი ინდივიდუალური ხედვა. მისი ფერწერა ერთის მხრივ აბსტრაქტულ-იმაგინატიური და თანამედროვეა, მეორის მხრივ წარმოაჩენს უძველესი მხატვრული ფორმების, მეტწილად ბიზანტიური ფერწერის უძვლესი ტექნოლოგიის გაცოცხლების ექსპერიმენტს.

ნინა გამსახურდიას შემოქმედება მოიცავს არა მხოლოდ სურათებს, არამედ სტელებს, მცირე ქანდაკებებს, ამულეტებს, მანდილიონებს...

ნიშანდობლივია, რომ მხატვარი საკუთარი ხელით ამზადებს მთელ სახატავ მასალას. ფერებს ამზადებს ბუნებრივი- ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების პიგმენტებისგან, როგორიცაა ლაპისლაზული, ოპალი, ფირუზი, მალაქიტი, ნეფრიტი, ალმასი, ძოწი, ქარვა,მარჯანი, იასპი, სინგური და ა.შ. უხვად იყენებს ფურცლოვან ოქროს, სპილენძს თუ ვერცხლს. ხატავს ხის პანელებსა და ქსოვილებზე, რომლებსაც რამდენიმე ფენად ადებს გრუნტს ალებასტრითა და წებოთი. იგი იკვლევს ძველ ეგვიპტურ, ძველ ინდურ და ბიზანტიურ მხატვრობის ტექნიკას და ადაპტირებს მათ თავისი თანამედროვე ნახატებისა და სტელებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა მათი რიტუალური ესთეტიკის გამო.

არის შვეიცარიის ლიცეუმ-კლუბის წევრი.

ხელოვნების ისტორიის ცოდნის, ოსტატობისა და რესტავრაციის ხანგრძლივი გამოცდილების წყალობით, მან შეძლო გაეტარებინა რამდენიმე დიდი საჯარო პროექტი, როგორიცაა სამუზეუმო გამოფენები და ეკლესიებისა და კერძო კოლექციების რესტავრაციის პროექტები. 

თავის ბაზელის სტუდიაში ხელოვანი ასწავლის ფერწერის მივიწყებულ ისტორიულ ტექნიკას, როგორიცაა ძველი ეგვიპტური ენკაუსტიკა, ფრესკა, ხატწერა და ა.შ.

ნინა გამსახურდიას ნამუშევრები დაცულია როგორც გალერეებში, ასევე კერძო კოლექციებში მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: 

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/g/gamsakhurdia-nino.html 

2. https://www.nina-gamsachurdia.ch/%C3%BCber-mich/index


Share: