The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანანო ბოდოკია

ანანო ბოდოკია
Date of birth:199?
Category:Engineer

Biography

ანანო ბოდოკიამ დაამთავრა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა ინჟინრის პოზიციაზე  კომპანიაში „აზრი“, სადაც კლიენტებს თბილისის ტრანსპორტის მართვის სისტემებზე პროგრამული დახმარებით უზრუნველყოფდა და მათ პრობლემების გადაჭრას ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობდა.

შემდეგი სამუშაო ადგილი იყო ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მეამა“, სადაც პროგრამული მართვის ინჟინერ ანნა გოროზიასთან ერთად საქმიანობდა.

დღესდღეობით ანანოს მთავარი სამუშაო ყავის წარმოების კომპანია Capsulo-სთან არის დაკავშირებული, სადაც ის ყავის კაფსულების ვენდინგ– მანქანების სისტემების გამართვით არის დაკავებული. ყავის ქარხანა რომელიც პროდუქტს ყავის მარცვლიდან იღებს ამიერკავკასიაში პირველია. აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ყავის ბრენდებთან მოლაპარაკება და შერჩევა. კომპანია ოპერირებას არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს. 

თუმცა ანანო ბოდოკიას საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, იგი მუდმივად იღებს საკუთარ თავზე სხვადასხვა ფრილანსერულ დავალებებს.

ორივე ახალგაზრდა ინჟინერი Microsoft-ის ტალინის ოფისში სამუშაოდ მიიწვიეს. იქაური გუნდი 400-მდე თანამშრომლისგან შედგება. გასაუბრების შემდეგ გოგონები, კომპეტენციის მიხედვით, სხვადასხვა ჯგუფში გაანაწილეს. ანანო ბოდოკია Azure-ში იმუშავებს, გუნდში, რომელიც დევოპს (DevOps) მიმართულებით მუშაობს, სადაც  ქმნიან არხებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის, რათა მათ ავტომატურად და ეფექტურად შეძლონ კოდის დაკომპილირება, გატესტვა და პროდაქშენ ვერსიისთვის გამზადება.

წყარო:

1. https://www.marketer.ge/anano-and-anna-in-microsoft/ 

2. https://under30.ge/ka/brief/focus/9/


Share: