The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეკლა ასლანიშვილი

თეკლა ასლანიშვილი
Date of birth:22 August, 1988  (36 years)
Category:Artist

Biography

ბერლინში მოღვაწე ხელოვანი, კინორეჟისორი და ესეისტი თეკლა ასლანიშვილი დაიბადა 1988 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისში.

2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოში.

საქართველო დატოვა 2011 წელს.

2012-2014  წწ. -  სახვითი ხელოვნების ბაკალავრი, პროფ. ჰიტო შტაიერლი / პროფ. თომას ციპი, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი.

2014-2015 წლებში გაიარა მაგისტრატურა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა პროფ. ჰიტო შტაიერლის ახალი მედიის კლასში. არის სახვითი ხელოვნების მაგისტრი.

მონაწილეობდა ჯგუფურ პროექტებში:

09/2020 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სიმრავლის პარადოქსი“, გიორგი გაგო გაგოშიძესთან და თამუნა ქებურიასთან (EMC) თანამშრობლობით;

06/2019 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, „ალგორითმული კუნძული“ ;

2019 წელი - ციფრული დედამიწის სიმპოზიუმი, Ashkal Alwan, ბეირუთი, ლიბანი; “Power House” კინოჩვენება, Pylon-Lab, დრეზდენი, გერმანია;

2018 წელი - VISIO – European Programme on Artists’ Moving Images, Lo schermo dell’arte ფილმ ფესტივალის ფარგლებში, ფლორენცია, იტალია;

2017 წელი - ვიდეო პროგრამა, იულია შტოშეკის კოლექცია, დიუსელდორფი, გერმანია; თეკლა ასლანიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ინტერნაციონალურ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამებში, მათ შორის Casino Luxembourg ლუქსემბურგი (2015), CSM - კიევი (2014), და T.I..C.A ტირანა (2013).

2017 წელს მიიღო ელზა ნოიმანის სტიპენდია (gem. NaFöG), ბერლინი, გერმანია;

2018 წელი - Digital Earth fellowship-ის სტიპენდიანტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები;

2019 წელი - EMC & ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, სტიპენდია კვლევისა და დოკუმენტრი ფილმის წარმოებისთვის, თბილისი, საქართველო;

თეკლა ასლანიშვილის ნამუშევრები ინფრასტრუქტურული დიზაინის, ისტორიისა და გეოპოლიტიკის კვეთაზე იქმნება. მისი ფილმები ნაჩვენები და გამოფენილი იყო Neue Berliner Kunstverein-ში, ბალტიის ტრიენალეზე, ობეჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, კასელერის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, მიუნსტერის ხელოვნების სახლში, EMAF-ევროპის მედია არტ ფესტივალზე, ვიდეონალე 18-ზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე.

2022 წელს მიიღო ჯილდი თბილისის 23-ე სკფ - "ოქროს პრომეთე" საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის "სახელმწიფო სახელმწიფოში" (საქართველო/გერმანია/ესპანეთი).

წყარო:                                                                                                                                                                                                                                                                                                                              

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/aslanishvili-tekla.html 


Share: