The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკო აბაზაძე

ნიკო აბაზაძე
Other name:ნუკრი
Date of birth:1967  (57 years)
Category:Sculptor

Biography

ნიკო (ნიკოლოზ, ნუკრი) აბაზაძე დაიბადა 1967 წ. ქ. თბილისში.

სახვით ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. ქანდაკებით 10 წლის ასაკში დაინტერესდა მაშინდელი პიონერთა სასახლის ქანდაკების წრეზე, პედაგოგ ზ. კრაწაშვილის სახელოსნოში (1975 – 1982);  სწავლა გააგრძელა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (1982-1985);

დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ქანდაკების ფაკულტეტი (1989-1994).

1996 წლიდან საქართველოს სამხატვრო კავშირის წევრია. რეგულარულად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში.

1997-1999 წწ. - სატელევიზიო შოუ “დიდების ზღაპრის” მხატვარი და თოჯინების ავტორი. 

მხატვრობის გარდა ნიკო აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში:

საქართველოს გიდებისა და სკაუტების ასოციაციის  ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი ლიდერი (1992 – 1999, მასტერ სკაუტი);

ფედერაცია “ხრიდოლის” თანადამფუძნებელი (1992 – 1996);

საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელ-აღმზრდელობითი კლუბის ”ჩაუქი” დამფუძნებელი, პროგრამების კოორდინატორი (1995 – 1999);

ქართული ისტორიული საბრძოლო  ხელოვნებების მკვლევარი.

ატარებდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს საქართველოს მთიან რეგიონებში. მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური დანაყოფის ფიზ. მომზადების უფროსად.

1988-1999 წწ. - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას აქტივისტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანი, რაც ერთგვარად აისახა ზოგიერთ მის ნამუშევარში.

1999 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში. პერიოდულად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. მუშაობს მხატვარ რესტავრატორად სხვადასხვა ცნობილ სამხატვრო-სარესტავრაციო კომპანიებში, როგორებიცაა: Evergreene Architectural Art, Hermitage Studios NY, Hass Restoration.

2004 წლიდან ინტერესდება კინოხელოვნებით, როგორც მსახიობი, სცენარისტი, მხატვარი და საბრძოლო სცენების დამდგმელი.

თამაშობს მთავარ როლს მოკლემეტრაჟიან მხატრულ ფილმში “ვალი”, რისთვისაც 2005 წ. First Run Film Festival -ზე მიენიჭა საუკეთესო მსახიობის ჯილდო. მას მოჰყვა ფილმები “ნიკო”, “ჰელენი”, “ბალუნისტი”, “მგლებზე მონადირე”, “სულის ცხენი” და სხვა.

2017 წლიდან გაწევრიანდა ამერიკის სცენის მხატვართა გილდიაში  და მონაწილეობა მიიღო არაერთ საინტერესო კინოპროექტში, მაგალითისთვის: Joker, John Wick 3, Gotham 4, House of Cards 6, She’s Gotta Have It, FBI და სხვა.

წყარო: 

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/abazadze-niko.html


Share: