The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა ბაღდავაძე

ნანა ბაღდავაძე
Date of birth:196?
Category:Painter

Biography

ნანა ბაღდავაძემ დაამთავრა ბაკალავრიატის კურსი ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და ფერწერისა და პედაგოგიკის მაგისტრატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აგრეთვე, მან გაიარა კურსები სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმში.

მხატვარს მუსიკალური განათლებაც აქვს და და 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო განყოფილებაში.

ამერიკაში წასვლამდე  მუშაობდა ფერწერის პროფესორის თანამდებობაზე  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,

ნანა ბაღდავაძის მეცნიერებით, კერძოდ კი, გენეტიკით დაინტერესებას განსაკუთრებული და ძალზე ემოციური ისტორია უკავშირდება. მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მის  უმცროს დას ლეიკემია  აღმოაჩნდა. 1988 წელს მხატვარი ამერიკაში ჩავიდა, როგორც ძვლის ტვინის დონორი. გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, და გამოჯანმრთელდა და თბილისში დაბრუნდა. ნანა კი მოულოდნელად გამოფენაზე მიიწვიეს, შემდეგ კოლეჯში სწავლება დაიწყო. მოკლედ, ისე მოხდა, რომ საცხოვრებლად ამერიკაში დარჩა და 1990-იანი წლებიდან  მოყოლებული ჯერ სიეტლში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი ვაშინგტონში გადავიდა.

ნანა ბაღდავაძემ 1994 წელს მუდმივი რეზიდენტის სტატუსი მიიღო „გამოჩენილი არტისტის“ კატეგორიით და 1999 წელს აშშ-ს მოქალაქე გახდა.

დის დონორობამ მხატვრის შემოქმედებაზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა. ოპერაციის შემდეგ იგი გენეტიკით, დნმ-ის სტრუქტურით აღფრთოვანდა და ეს ემოცია მის შემოქმედებაში სრულიად ახალ ციკლად გადმოიღვარა. დღეს მისი ნამუშევრები ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზია.

ნანა ბაღდავაძე 25 წელზე მეტია მონაწილეობს აშშ-სა და ევროპაშის ქვეყნების საერთაშორისო გამოფენებში. პირველი პერსონალური გამოფენა სიეტლის გალერეაში 1990 წელს ჰქონდა. პარალელურად მუშაობდა პორტრეტებზე, ჰქონდა შეკვეთებიც. ამას მოჰყვა ლექციები და პედაგოგიური საქმიანობა, როგორც სამხატვრო სკოლებში, ასევე მუზეუმებში.

მუშაობდა ასოცირებული პროფესორის რანგში სიეტლის სამშვიდობო უნივერსიტეტში. ასწავლიდა ფერწერას სიეტლისა და კირკლანდის ხელოვნების ცენტრებში, ბელევუს ხელოვნების მუზეუმში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ექსპერიმენტულ კოლეჯში. აგრეთვე, აწყობდა ვორქშოფებს საფრანგეთში.

ამჟამად ნანა ასწავლის ფრიერის ხელოვნების მუზეუმის საზაფხულო სამხატვრო სახელოსნოებში სიეტლში და მუშაობს მიმდინარე პროექტებსა და პორტრეტებზე.

მისი ნამუშევრები დაცულია მთელი მსოფლიოს მუდმივ და კერძო კოლექციებში, რომელთა შორისაა NASA Goddard Flight Centre, კანზასის უნივერსიტეტი, შვედეთის სიმსივნის ინსტიტუტი, ფრედ ჰუჩიზონის კვლევითი ცენტრი სიეტლში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, სამართალდამცავი ოფიცრების მუნიციპალური ინსტიტუტი ვაშინგტონში, სალემის სამთავრობო ცენტრი, კერძო კოლექციები აშშ-სა და ევროპაში...

მომავალი მეუღლე ალექსანდრე თაქთაქიშვილი ნანა ბაღდავაძემ 2003 წელს, სიეტლში გაიცნო. სანდრო პროფესიით ფიზიკოსია. მუშაობს ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ჰელიოფიზიკის განყოფილებაში, კოსმოსური ამინდის ლაბორატორიაში.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/bagdavadze-nana.html 

2. https://speech.ge/khelovneba/nana-baghdavadze-mkhatvari-ashsh/


Share: