The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთი აბიათარი

ქეთი აბიათარი
Date of birth:198?
Category:Musician

Biography

მევიოლინე და მომღერალი ქეთევან (ქეთი) აბიათარი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. პირველად ფესტივალზე 12 წლის ასაკში გაემგზავრა (გერმანია). მას შემდეგ ფესტივალი, კონცერტი და ხშირი მგზავრობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

“ნიჭიერთა ათწლედისა” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ქეთი აბიათარი აქტიურად მონაწილეობდა კონკურსებში საერთაშორისო მუსიკალური პროექტებისთვის. უმეტესი მათგანი წარმატებული აღმოჩნდა და ამან მისცა შესაძლებლობა, 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალის მონაწილე ყოფილიყო.

ფესტივალებმა და კონკურსებმა გამოცდილებასთან ერთად, პროფესიული და პიროვნული ზრდაც მოუტანა. მის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა მსოფლიო ახალგაზრდული ორკესტრისთვის მოსმენა, სადაც ორკესტრის კონცერტმაისტერად მიიწვიეს. სწორედ ამ პროექტით ჩავიდა პირველად იტალიაში, რივა დელ გარდას ცნობილ ფესტივალზე. ამ ქვეყანამ იმდენად მოხიბლა, რომ  იტალიური ენის შესწავლა და სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში ჩასვლა გადაწყვიტა.
ქეთი აბიათარი ამჟამად ცხოვრობს, ადრიატიკის სანაპიროზე, იტალიის ქალაქ პეზაროში. არის როსინის სახელობის ფილარმონიული ორკესტრის - Teatro Rossini (Pesaro) და Rossini Opera Festival  (იტალია), ტიროლის (ავსტრია) საფესტივალო ორკესტრის - Tiroler Festspiele Erl (2021 წლიდან), სიმებიანი ტრიო -“კაპიკიონის ” და ბაროკოს ანსამბლ -“სპონტინის აკადემიის” წევრი.

პარალელურად, 2020 წლიდან კონსერვატორიაში ეუფლება ახალ პროფესიას ბაროკოს სიმღერის მიმართულებით (Canto Rinascimentale e Barocco, Conservatorio Statale di Musica "Bruno Maderna" – Cesena).

წყარო: 

https://speech.ge/khelovneba/qethevan-abiathari-mevioline-italia/ 

https://www.radiotavisupleba.ge/a/32202434.html

 


Share: