The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბექა ბახტაძე

ბექა ბახტაძე
Date of birth:198?
Category:Medical Doctor

Biography

ბექა ბახტაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ იგი ემორის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ სტუდენტების გაცვლის პროგრამაში მოხვდა.

ამერიკაში პირველად 2013 წელს ჩავიდა. 2015 წელს ჩაირიცხა ემორის უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურაში.

2018-2020 წლებში მუშაობდა ინტენსივისტად (რეანიმატოლოგი) ტანერის სამედიცინო ცენტრში.

2020 წლის ივლისში ჩაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი ჰოსპიტალური სექტორის, კლივლენდის კლინიკის კარდიოვასკულალურ ასპირანტურაში “Fellowship”. ამჟამად არის უფროსი ასპირანტი. დაგეგმილი აქვს ქვესპეციალიზაციის გავლა ინტერვენციულ, სტრუქტურულ და გულის თანდაყოლილი დაავადებების სფეროში. მისი მიზანია, აქტიურად იყოს ჩართული სამედიცინო სამეცნიერო-კვლევით (Research and Development) პროცესში, მონაწილეობა მიიღოს ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნაში, განვითარებასა და კლინიკური პრაქტიკის დანერგვაში. დაინტერესებულია ბიოტექნოლოგიური ინოვაციებით და მინიმალურად ინვაზიური (ჩარევითი) პროცედურებით.

2022 წელს ბექა ბახტაძე ამერიკაში დაოჯახდა. მისი რჩეული თამუნა ლომაიაც სამედიცინო სფეროდანაა.

 წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/beqa-bakhtadze-eqimi-ashsh/


Share: