The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ამირან ბადუაშვილი

ამირან ბადუაშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ამირან ბადუაშვილი ამერიკაში განათლების მისაღებად 2001 წელს ჩავიდა. ამჟამად კოლორადოს საუნივერსიტეტო კლინიკის ასოცირებული პროფესორი და სასტიპენდიო პროგრამების დირექტორია.

ის წლების მანძილზე უძღვებოდა ვეილ კორნელის სამედიცინო ცენტრის რეზიდენტურას. მის მიერ შემუშავებული სპეციალური (COVID-19) გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ კოლორადოს ჰოსპიტალები და სამედიცინო ცენტრები.

რეზიდენტურის დროს მუშაობდა და ეხმარებოდა ადგილობრივ ექიმებს ტანზანიაში. არის მრავალი გამოგონების და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ უნივერსიტეტში.

სამედიცინო სფეროში მის მიღწევებზე ხშირად წერს ამერიკის წამყვანი მედია-საშუალებები.

როგორც New York Daily News-ის სტატიაში აღნიშნულია 2012 წელს ამირან ბადუაშვილი ათასობით ექიმს შორის შეარჩიეს და თავისი გამორჩეული აღმოჩენებით ის ვეილ კორნელის ჰოსპიტალის საუკეთესო ექიმად დასახელდა.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/amiran-baduashvili-eqimi-ashsh/


გააზიარე: