The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანრი ბასილაია

ანრი ბასილაია
Date of birth:25 July, 1960  (64 years)
Category:Painter

Biography

ანრი ბასილაია დაიბადა 1960 წლის 25 ივლისს, თბილისში, კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ოჯახში. მამის მიერ შექმნილ ანსამბლ „ივერიაში“ მღეროდა დედამისიც - ლუიზა კობალაძე.

ანრი პროფესიით მსახიობია. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელოვნებო კარიერა დაიწყო როგორც მუსიკოსმა, გიტარაზე უკრავდა და მღეროდა ანსამბლ „ივერიის“ მუსიკოსთა ახალგაზრდულ ჯგუფში.

ამჟამად მუშაობს ფერწერის მიმართულებით. იგი იყენებს ხატვის რამდენიმე ტექნიკას, პასტელს, კოლაჟსა და ზეთს.

2002 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, პარიზში. მონაწილეობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში: Galerie l'oeil du Huit, Paris, France 2006; Weiterbildungszentrum, Norden, Allmegne 2005; Serguei Popov Gallery, ბერლინი, გერმანია 1995; Etienne de Causans გალერეა, პარიზი, საფრანგეთი 1993; 2007 წელი - გალერეა 9, თბილისი; 2011 წელი - "პოზიციები, ქართველი მხატვრები ევროპიდან", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; 2015 წელი- „მუსიკოსები ხატავენ“ არს გეორგიკა, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცე; 2018 წელი - როგორც აფრიკა, კავკასია (Comme Afrique, Caucase) არტ ვილა გარიყულა და სხვა.

ანრი ბასილაიას პირველი მეუღლე იყო ელდარ შენგელაიას ქალიშვილი, მსახიობი ნატაშა შენგელაია. მათი საერთო ვაჟია ანდრია ბასილაია.

საფრანგეთში ანრი ცხოვრობს მეორე მეუღლესთან, კინორეჟისორ მიშა კობახიძის ქალიშვილთან, თინიკო კობახიძესთან და შვილებთან ერთად.

წყარო:

1. https://movement.com.ge/ge/post/anri-basilaia 

2. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/basilaia-anri.html

3. https://geoartistsabroad.tsu.ge/images/site-images/anri-basilaia/CV/cv_.pdf


Share: