The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამაზ ავალიანი

თამაზ ავალიანი
Date of birth:11 December, 1973  (50 years)
Category:Painter

Biography

უკრაინაში მოღვაწე ქართველი მხატვარი თამაზ ავალიანი გრაფიკული ხელოვნების თანამედროვე წარმომადგენელია, რომელიც არა ერთი პერსონალური გამოფენისა და კოლექტიური პროექტის მონაწილეა სხვადასხვა ქვეყანაში.

დაიბადა 1973 წლის 11 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. მამა ქიმიკოსი ჰყავდა, მისი უფროსი დები, ნინო და თამარი, კი მხატვრები არიან. სწორედ მათ ასწავლეს ხატვა 20 წლის ასაკში. მანამდე მხატვრობაზე არ უფიქრია, მეზღვაურობა უნდოდა და განათლებაც საზღვაოსნო სასწავლებელში მიიღო, თუმცა ზღვაში გასვლა აღარ მოისურვა.

თამაზ ავალიანი ავტორია 600-ზე მეტი ნამუშევრისა, რომლებიც შექმნილია ჩვეულებრივი შავი ფერის ბურთულებიანი საწერი კალმით და გამორჩეულია ორიგინალური სტილით.  

თავიდან ეს იყო ექსპერიმენტი. შემდეგ კი ისე გაიტაცა ნახატის სიღრმეზე თუ შუქ-ჩრდილებზე მუშაობის დახვეწამ, რომ დღეს იგი უნიკალურ საავტორო ტექნიკას ფლობს და მსოფლიოში ამ მიმართულების ერთადერთი მხატვარი-გრაფიკოსია. თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ მის ბოლო გამოფენას ერქვა: „საწერი კალმის მეშვეობით გადმოცემული სიზმრები“.

მხატვარი შეგნებულად არ არქმევს სახელებს საკუთარ ნამუშევრებს, რითაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, წაიკითხოს სურათი საკუთარი აღქმის პრიზმაში, საკუთარი განცდების მეშვეობით.

თამაზ ავალიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს შავ ფერს. თამაზ ავალიანის არტისტული გზა, ეს არის გზა სიურეალისტური ნახატების ემოციურ სამყაროში, რომელიც ასახავს ოსტატის ფილოსოფიასა და შემოქმედებით ენერგიას. ავტორი იყენებს მეტაფორულ გამოსახულებებს, როგორც ემოციური ზემოქმედების მხატვრულ საშუალებას. 

მხატვარს მიღებული აქვს მონაწილეობა, როგორც კოლექტიურ ასევე პერსონალურ გამოფენებში. პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1996 წელს თბილისის ისტორიულ მუზეუმში (ქარვასლა). საქართველოსა და უკრაინის გარდა მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში: რუსეთი (2003), თურქეთი (2004), ბულგარეთი (2008), ესპანეთი (2009), სლოვაკეთი (2011), შვეიცარია (2011), საფრანგეთი (2022), გერმანია, აშშ-ში და სხვა.

მისი ნამუშევრების უმრავლესობა გერმანიის, ესპანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებშია განთავსებული.

თამაზ ავალიანი საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული თვითნასწავლ მხატვართა კავშირის წევრია.  დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში.

წყარო:

1. https://m.facebook.com/media/set/?set=a.10156159735075822.1073741904.322186155821&type=3 

2. https://1tv.ge/news/parizshi-ukrainashi-moghvawe-qartveli-mkhatvris-tamaz-avalianis-gamofena-gaikhsneba/

3. https://bestpeopleclub.com/tamaz-avaliani-tvorchestvo-ne-mozhet-byt-predskazuemym.html

4. https://gazeta.ua/ru/articles/people-newspaper/_dumal-hochet-semyu-okazalos-tolko-rebenka/533546


Share: