The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფო შინჯიკაშვილი

სოფო შინჯიკაშვილი
Date of birth:198?
Category:Engineer

Biography

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი (software enjineer) სოფო შინჯიკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სწავლობდა სასულიერო გიმნაზიაში, სადაც მათემატიკის შესანიშნავი პედაგოგები ჰყავდა. პროფესიის შერჩევაში სწორედ ერთ-ერთი მათგანი დაეხმარა, რომელმაც აბიტურიენტობისას სულ სხვა თვალით დაანახა მათემატიკის შესაძლებლობები და მანაც არჩევანი ისეთ სფეროზე შეაჩერა, სადაც მათემატიკა ერწყმის კრეატივს და არ გაქცევს ჩარჩოებში.

სოფო შინჯიკაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა. შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამა.

პროფესიული კარიერა დაიწყო მეგობრებთან ერთად შექმნილ პატარა ვებ-სტუდიოში, სადაც თავისუფალ დროს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნაზე მეცადინეობდნენ. ძირითადად ქმნიდნენ მობილურ აპლიკაციებს და ვებ გვერდებს. პარალელურად, რამდენიმე უცხოურ კომპანიაში განაცხადების გაკეთებაც დაიწყეს. ჰქონდათ გასაუბრებები. შემდეგ გამოცდილების გაღრმავების მიზნით, სოფო გადავიდა საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ჩეხურ კომპანია Blocshop-ში დისტანციურად, ასევე, Full Stack Developer-ად (2014-2016). ეს ყველაფერი, საბოლოოდ, Microsoft-ის შემოთავაზებით დამთავრდა.

Microsoft-ში შერჩევის პროცესში შედიოდა რამდენიმე გასაუბრება ინტერნეტით, ბოლო სამი კი - ოფისში, პრაღაში. ყველა გასაუბრება უზომოდ საინტერესო იყო, სავსე ტექნიკური კითხვებითა და დავალებებით.

სოფო შინჯიკაშვილს მოპოვებული აქვს უმაღლესი განათლების 2 საქართველოსა და 1 საფრანგეთის სახელმწიფო გრანტები. უნივერსტეტში სწავლისას 1 წელი იცხოვრა პარიზში. საუბრობს რამდენიმე უცხო ენაზე: ინგლისური, რუსული, ფრანგული, ჩეხური. ძალიან აინტერესებს ენების კორპუსები და ეტიმოლოგიური ისტორიები. 

ამჟამად სოფო მუშაობს პრაღაში, Microsoft-ში, კერძოდ Skype-ის დეპარტამენტში. პრაღის ფილიალი მაიკროსოფტის ყველაზე დიდი დეველოპერული ცენტრია ევროპაში. იქ დასაქმებულ 48-მდე სხვადასხვა ქვეყნის ასობით თანამშრომელს შორის სოფო ერთადერთი ქართველია. 

პრაღაში საცხოვრებლად სოფო მეუღლესთან ერთად გადავიდა. ისიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს, ოღონდ სისტემური ადმინისტრირების კუთხით.

სოფო შინჯიკაშვილი  პირველი ქართველია, რომელიც ევროპაში, კერძოდ პრაღაში Microsoft-ის თანამშრომელი გახდა.

წყარო:

1. https://geolab.edu.ge/ka-ge/User/LecturersInner/1937?lecturer=lecturer=სოფო-შინჯიკაშვილი 

2. https://tsu.ge/ka/alumni/სოფო-შინჯიკაშვილი

3. https://www.timer.ge/sopo-shinjikashvili-stu-is-kursdamthavrebuli-pirveli-qarthveli-thanamshromeli-evropis-micro

4. https://www.facebook.com/forbeswomangeorgia/posts/3146634405561648/


Share: