The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ტიმოთე ჩუბინიძე

ტიმოთე ჩუბინიძე
Date of birth:199?
Category:Sociologist

Biography

ურბანული კვლევების სპეციალისტი ტიმოთე ჩუბინიძე დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში, ქუინსში. ამჟამად არის Queens Borough-ს პრეზიდენტის Donovan Richards Jr-ის ოფისის სამოქალაქო ჩართულობის დირექტორი. მისი საქმიანობა მოიცავს: საჯარო შეხვედრების ორგანიზებას, საინფორმაციო ვებინარების თუ პრეზენტაციების გამართვას, საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ტიმოთეს მშობლები შეერთებულ შტატებში საქართველოდან 1992 წელს ჩავიდნენ. ამერიკაში მათ არც ნათესავები ჰყავდათ და არც მეგობრები, მაგრამ დაუღალავი შრომით შეძლეს უცხო ქვეყანაში დამკვიდრება. მათ ოთხი შვილი გაზარდეს - სამი გოგონა და ერთი ვაჟი.

ტიმოთე ჩუბინიძემ ქუინსში დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით ურბანული კვლევების ფაკულტეტი. კოლეჯის დამთავრების წინაპირობა იყო სტაჟირების გავლა ორგანიზაციაში ან არჩეული თანამდებობის პირის ოფისში.

ტიმოთემ Queens Borough-ის პრეზიდენტის ოფისი აირჩია. როგორც სტაჟიორი, თავდაპირველად მუშაობდა დაგეგმვისა და განვითარების განყოფილებაში, შემდეგ გადავიდა ემიგრანტების საქმეთა განყოფილებაში. როდესაც სტაჟირება დაამთავრა, სრულ განაკვეთზე, ემიგრანტების საქმეთა განყოფილებაში შესთავაზეს გადასვლა.

მისი აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ნებისმიერ პროექტს, რომელსაც დაავალებდნენ, ყოველთვის დიდი ყურადღებით აკეთებდა, ეს იქნებოდა ელ. ფოსტა, მოცემული თემისთვის კვლევა, თუ მონაცემების შეგროვება.

ტიმოთე ჩუბინიძე ამბობს, რომ ძალიან მოსწონს თავისი სამსახური, რადგან ხალხს ეხმარება, საჯარო მოხელის მიზანი კი ყოველთვის ხალხის მსახურებაა. ის ეხმარება მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას, საქალაქო სააგენტოს, ან აძლევს რჩევებს პრობლემების გადასაჭრელად.
წყარო:

1. https://speech.ge/skhvadaskhva/timothe-chubinidze-urbanuli-kvlevebis-spetsialisti-ashsh/ 


Share: