The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ შალიკოვი

მიხეილ შალიკოვი
Legal name:მიხეილ შალიკაშვილი
Date of birth:1831
Date of death:1909  (at 78 years)
Category:Military Person

Biography

მიხეილ შალიკაშვილი (შალიკოვი) დაიბადა 1831 წელს რუსეთში, სტავროპოლის პროვინციაში, ემიგრანტი ქართველების ოჯახში.

დაამთავრა პოლტავის კადეტთა კორპუსის გენერალური შტაბის აკადემია.

ჯარში მსახურობდა 1850 წლიდან. მონაწილეობა მიიღო ყირიმის 1853–1856 წლების ომებში. 1860 წლის 6 დეკემბრიდან იყო ყირიმის ქვეითი პოლკის მეთაური;

1863 წლის 17 აპრილიდან მე -19 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი, 1867 წლის 10 დეკემბრიდან დაღესტნის დარგინსკის რაიონის გამგებელი;

1869 წლიდან იყო სარეზერვო ჯარებში.

1869 წლიდან ხელმძღვანელობდა მე -19 ქვეითი დივიზიის შტაბს, 1874 წლის 13 იანვრიდან - სტავროპოლის 75-ე ქვეითი პოლკის მეთაურია;

1875 წლის 30 აგვისტოდან - შტაბის უფროსის თანაშემწე, 1877 წლიდან კი შტაბის უფროსი;

1878 წლის 17 მაისიდან იყო ქუთაისისა და გურიის ფეხოსანთა რაზმის გაერთიანებული ბრიგადის მეთაური;

1878 წლის 17 მარტიდან - გენერალ-მაიორი;

1878–1898 წლებში ერევნის გუბერნატორი;

1888–1897 წლებში კი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი და ჯარების სარდალი;

1898 წლის 30 მაისიდან  - ვილნას სამხედრო ოლქის მეთაური;

1898 წელს მიენიჭა ინფანტერიის გენერლის წოდება.

მიღებული ჰქონდა უმაღლესი ჯილდო - სამეფო კარის მადლობა“შესანიშნავი, გულმოდგინე და სასარგებლო სამსახურისთვის 1877-1878 წლის ომის დროს“ (1879, 1882), თეთრი არწივის ორდენი (1889), სამკერდე ნიშანი 50 წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის (1900); II ხარისხის საიმპერატორო გვირგვინი (1862) და I ხარისხის საიმპერატორო გვირგვინი ხმლებით (1877). სხვადასხვა ხარისხის საბრძოლო ორდენები და სხვ.

მას ჰქონდა სხვა ქვეყნების ჯილდოებიც: "ლომი და მზე" (სპარსეთი, 1889); "იტალიის გვირგვინი" (1890); "ამომავალი ვარსკვლავი" I ხარისხის (ბუხარა, 1894).

წყარო:

1. http://mematiane.ge/product-details.php?id=1099


Share: