The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსი ჯორჯიანი

ალექსი ჯორჯიანი
Legal name:ალექსი გოგოხია
Date of birth:1871
Date of death:1940  (at 69 years)
Category:Politician

Biography

1894 წელს სასულიერო სემინარიიდან „მგლის ბილეთით“ დემონსტრაციის გამო, სხვა 83 სემინარიელთან ერთად,  გარიცხეს მომავალი სოციალ-დემოკრატი ალექსი გოგოხია. იგი სულ მალე ამერიკაში გადაიხვეწა. 1897 წელს დაუკავშირდა ცნობილ მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილს და შეუერთდა ბუფალო ბილის „ველური დასავლეთის“ შოუს. ლუკასთან ერთად ალექსი გოგოხია 1899 წლის სეზონის ბოლომდე მუშაობდა. 1900 წლიდან კი დამოუკიდებლად, საკუთარ ჯგუფთან ერთად გამოდიოდა. მაშინ გადაიკეთა გვარი და გახდა ალექსი ჯორჯიანი, ანუ ქართველი. იგი ცნობილია სხხვადასხვა სახელით - კაპიტანი ჯორჯიანი, პოლკოვნიკი ჯორჯიანი, „პრინცი“ ჯორჯიანი. 1903-05 წლებში ის აკონტროლებდა ყველა გურულ მოჯირითეს და არაბ აკრობატს ამერიკის ტერიტორიაზე. თუმცა საცირკო მოღვაწეობას ხელი არ შეუშლია მისი რევოლუციური საქმიანობისათვის. რუსეთის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 1900 წელს ალექსი გოგოხია სხვისი პასპორტით ჩამოვიდა ბათუმში ნიუ-იორკელი და შვეიცარიელი ემიგრანტ-რევოლუციონერების დავალებით და ჩამოიტანა ორი ყუთი რევოლუციური ლიტერატურა.

1907 წელს ჯორჯიანი ამერიკის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა. პოლიტიკური საქმიანობისათვის ამერიკის მთავრობამ მას ლამის დეპორტაციაც დაუპირა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ჯორჯიანისთვის სასიკეთოდ დასრულდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და პირადად ნოე ჟორდანიამ ალექსი ჯორჯიანს შესთავაზა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის პოსტი ამერიკაში, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი 1940 წელს, მინეაპოლისში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2016 წელს საქართველოს ესტუმრნენ ალექსი გოგოხიას შთამომავლები -  რიჩარდ ჯორჯიანი, მისი უფროსი და ჯოლა ჯორჯიანი, ძმისშვილი მარტინ ჯორჯიანი და სიძე ბილ ბერჩი ამერიკელმა სტუმრებმა სოფელ გვიმბალაურში მოინახულეს ლუკა ჩხარტიშვილის საფლავი. მათ მეგზურებას ლუკას შთამომავალი ლევან ზენაიშვილი უწევდა.

წყარო:

1. მახარაძე, ირაკლიალექსი გოგოხია-ჯორჯიანი (1871-1940) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.33-35.

2. http://hodaara.ge/kultura/284-stumrebi-lanchkhutis-mkharetmtsodneobis-muzeumshi.html


Share: