The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ტარსაიძე

ალექსანდრე ტარსაიძე
Date of birth:22 June, 1901
Date of death:25 February, 1978  (at 76 years)
Burial location:ნოვოდიდეევოს მართმადიდებლური მონასტრის ეზო, ნიუ-იორკი
Category:Historian, Writer

Biography

ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი მწერალი და ისტორიკოსი ალექსანდრე ტარსაიძე დაიბადა 1901 წლის 22 ივნისს თბილისში, პირველი ქართველი ოფთალმოლოგის, გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძის ოჯახში. მისი ბიძა ცნობილი ქართველი მწერალი რაფიელ ერისთავი იყო. I მსოფლიო ომის დროს ალექსანდრე სანკტ-პეტერბურგის საზღვაო აკადემიაში სწავლობდა. რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და სამსახური დაიწყო ჰერბერტ ჰუვერის მიერ დაფუძნებულ American Relief Administration-ში, რომლის მიზანი რუსი ხალხის საკვებით უზრუნველყოფა იყო. 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ალექსანდრე ტარსაიძე ამერიკელებთან ერთად გადავიდა კონსტანტინოპოლში. ერთხანს სტამბოლში ამერიკული დახმარების ადმინისტრაციის შტაბში მუშაობდა. 1923 წლიდან კი დასახლდა აშშ-ში. ტარსაიძე მუშაობდა სხვადასხვა კოსმეტიკურ და საიუველერიო საწარმოში, მათ შორის გიორგი მაჩაბელთანაც. II მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა აშშ-ს არმიის სამხედრო დაზვერვაში.  ომის შემდეგ სერჟ ობოლენსკისთან და დიმიტრი ჯორჯაძესთან ერთად ჩართული იყო ნიუ-იორკის სასტუმროთა ბიზნესში, ასევე მუშაობდა საზოგადოებრივი ურთიერთობის აგენტად, ხოლო 1955 წელს საკუთარი ფირმა დაარსა. ამ პერიოდში ტარსაიძე დაინტერესდა რუსულ-ამერიკული ურთიერთობით - იკვლევდა ამერიკისა და მეფის რუსეთის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს. სტატებს აქვეყნებდა ჟურნალ „ლაიფში“. მისი ძირითადი შრომები შეეხება XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს. ის ავტორია შემდეგი წიგნებისა: „მეფეები და პრეზიდენტები. დავიწყებული მეგობრობის ამბავი“ (Czars and Presidents. The Story of a Forgotten Frendship – 1958), „ოთხი მითი I მსოფლიო ომის შესახებ“ (Four Myths about the First World War – 1969).

ალექსანდრე ტარსაიძე 1978 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა ნიუ-იორკში, დაკრძალულია იქვე ნოვოდიდეევოს მართმადიდებლური მონასტრის ეზოში. მისი არქივი დაცულია სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში.

წყარო:

1. მახარაძე, ირაკლიალექსანდრე ტარსაიძე (1901-1978) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.99-101.

2. ალექსანდრე ტარსაიძე - ვიკიპედია

3. https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/88953


Share: