The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ტარიელ ჯავრიშვილი

ტარიელ ჯავრიშვილი
Date of birth:10 May, 1853
Date of death:1 September, 1910  (at 57 years)
Category:Military Person

Biography

ტარიელ ჯავრიშვილი დაიბადა 1853 წლის 10 მაისს, თბილისში, პოდპოლკოვნიკ კონსტანტინე სოლომონის ძე ჯავრიშვილის (ჯავროვი) ოჯახში. ჰყავდა ძმები — სოლომონი (შემდგომში პოლკოვნიკი, ღუნიბის ოკრუგის უფროსი) და ალექსანდრე (შემდგომში სამედიცინო სამსახურის კაპიტანი). სამხედრო პირი იყო მისი შვილიც, პოლკოვნიკი ვასილ ჯავრიშვილი.

ტარიელ ჯავრიშვილი სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1871 წლიდან. დაამთავრა კადეტთა კორპუსი და პავლეს I სამხედრო სასწავლებელი (1876).

1877-1878 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (პორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი).

ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა დაღესტნის ოლქში, ხოლო 1894-1899 წლებში — კავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო სამმართველოში.

1899 წლიდან კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის 39-ე საარტილერიო ბრიგადის მოძრავი საარტილერიო პარკის უფროსი იყო. 

1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1910 წელს — გენერალ-მაიორის წოდება.

სამხედრო სამსახურის გარდა ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1886-1890 წწ. იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის საზედამხედველო კომიტეტის წევრი.

დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1878) და II (1901), წმ. ვლადიმერის IV (1898), წმ. სტანისლავის III (ხმლითა და ბაბთით, 1879) და II (1892) ხარისხის ორდენებით.

გარდაიცვალა 1910 წლის 1 სექტემბერს,  ალექსანდროპოლში, ახლანდელი გიუმრი (სომხეთი).

წყარო:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.530

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ტარიელ_ჯავრიშვილი 

3. https://ria1914.info/index.php/Джавров_Тариел_Константинович

 


Share: