The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ბერძული

ნინო ბერძული
Date of birth:25 November, 1973  (50 years)
Category:Medical Doctor

Biography

ნინო ბერძული დაიბადა 1973 წლის 25 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;

1996-1997 წწ.  -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ინტერნატურა, სპეციალობა – მეან-გინეკოლოგია;

1997 წელს გაიარა 1 თვიანი სტაჟირება ა.შ.შ-ში, ატლანტაში პერინატალურ ცენტრში - Grady Memoral Hospital-ში; 

1997-2002 წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლში, მეან-გინეკოლოგად;

2002-2004 წწ. სწავლობდა ემორის უნივერსიტეტში, ატლანტა, აშშ. იყო ედმუნდ მასკის სახელობის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი. მიიღო  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება (2004);

2003-2004 წწ. - ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (ატლანტა,აშშ);

2004-2006 წწ. - ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა (თბილისი); 

2006-2009 წწ. - USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი (ვაშინგტონი, აშშ);

2009-2013 წწ. - ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი (ვაშინგტონი, აშშ); 

2013-2015 წწ. - USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი (თბილისი);

2015 წლის 19 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ; 

2014-2016 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი –  ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია;

2020 წლის მაისის თვიდან არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი;

გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და სხვა სამეცნიერო პუბლიკაცია.

2004 წელს დაჯილდოვდა ემორის უნივერსიტეტის დელტა-ომეგა ორდენით (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), საუკეთესო აკადემიური მიღწევებისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების დანერგვასა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის.

ჰყავს მეუღლე - შალვა სიხარულიძე, რომელიც ასევე მედიკოსია და ერთი შვილი - ნიკოლოზ სიხარულიძე.

წყარო:

1. http://www.nplg.gov.ge/medics/ka/00001293/

2. netgazeti.ge 

 


Share: