The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ ჯავრიშვილი

ვასილ ჯავრიშვილი
Date of birth:10 October, 1889
Date of death:1940  (at 50 years)
Category:Military Person

Biography

ვასილ ჯავრიშვილი დაიბადა 1889 წლის 10 ოქტომბერს თბილისის გუბერნიაში. მამამისი - ტარიელ ჯავრიშვილი რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალი გახლდათ, მისი პაპის პაპა ქაიხოსრო კი მეფე ერეკლეს ზარბაზნის ოსტატი ყოფილა.  

ვასილ ჯავრიშვილმა დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი ( 1907) და პავლეს სამხედრო სასწავლებელი (1908).

1908 წელს მიენიჭა იუნკერ უნტეროფიცერის, 1909 წელს კი პოდპორუჩიკის წოდება. ამავე წლის ნოემბრის თვეში დაინიშნა დივიზონის სასწავლო რაზმის მეთაურად, ხოლო დეკემბერში -  დივიზიონის სადაზვერვო რაზმის მეთაურად.

მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-2 ნაღმმტყორცნელთა დივიზიონში. I მსოფლიო ომში პორუჩიკის წოდებით მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, შემდეგ მიენიჭა შტაბს-კაპიტნის (1915) და კაპიტნის (1916) წოდებები; 1917 წელს მეთაურობდა დივიზიონს. ომის დროს სამჯერ მძიმედ დაიჭრა.

დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1914), III (1915) და II (1917), წმ. ვლადიმერის IV (1915), წმ. სტანისლავის II (1916) ხარისხის ორდენებით. 

რუსეთის არმიის ოფიცერი იყო მისი ბიძაშვილიც, ვასილ სოლომონის ძე ჯავრიშვილი, I მსოფლიო ომის მონაწილე და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალერი.

ვასილ ტარიელის ძე 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში.

5 თებ. 1918 წლის 5 თებერვალს დატოვა ფრონტი და ჩავიდა ქართველ მეომართა კომიტეტში ქ. მოსკოვში. იმავე წლის 24 თებერვალს დაინიშნა ქართული კორპუსის ნაღღმტყორცნელთა საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეის მეთაურად.

1918 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება.
სხვადასხვა დროს იყო II საარტილერიო დივიზიონის, საარტილერიო ბრიგადის I დივიზიონის, იმავე ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა დივიზიონის, საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მეთაური.

საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა არმიის საარტილერიო დივიზიონს. 

გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, იყო საარტილერიო დივიზიონის მეთაური (1921-1922); სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე (1922-1923) და უფროსი (1923), ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაური (1923-1925). 

1925 წელს შევსებულ ნამსახურების ნუსხაში ინფორმაცია წყდება. 1934 წელს მოსკოვში გადაღებულ ფოტოზე ჩანს რომ ისევ მოქმედ არმიაშია. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. სავარაუდოდ, დახვრიტეს 1940 წელს.

ვასილ ჯავრიშვილის მეუღლე იყო ვერა ელიავა, შვილი - კონსტანტინე ჯავრიშვილი (1914-1977) - გეოლოგი, მთამსვლელი, სპელეოლოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, ლიტერატორი.

წყარო:

1. შეიარაღებული ძალები 1918-1921:  legionerebi.com

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_ჯავრიშვილი

3. http://legionerebi.com/armia1918/?p=389


Share: