The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ფერაძე

ნიკოლოზ ფერაძე
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

ქირურგი-მამოლოგი ნიკოლოზ ფერაძე 2004 წლიდან მოღვაწეობს მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევით ცენტრში. არის წამყვანი სპეციალისტი.

2005 წელს მიღებული აქვს მილანის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მამოლოგიაში.
2009 მიიღო Floriana Adinolfi Diomelli სახელობის ახალგაზრდა ექიმთა პრემია სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
გაიარა რეზიდენტურა მილანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის სპეციალობაში.
სტაჟირებას მამოლოგიაში გადიოდა ირლანდიაში, დუბლინის St. Vincent University Hospital -ში და მიღებული აქვს სერტიფიკატი ირლანდიის გენერალური სამედიცინო საბჭოსგან სპეციალისტების სრული რეგისტრაციის შესახებ.
2017 წელს გაიარა სტაჟირება მამოლოგიის დარგში ამერიკის შეერთებული შტატებში, ნიუ-იორკის Memorial Sloan Kettering Cancer Center - ში.
ნიკოლოზ ფერაძე არის ევროპის ონკოლოგიური სკოლის - ESO-ს წევრი და მრავალი სამეცნიერო სტატიის, კვლევის ავტორი და თანაავტორი, ასე­ვე, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის პრო­ექ­ტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პიონერი. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

საქართველოში ხშირად ჩამოდის. აქვს სატელევიზიო გამოსვლები, კითხულობს ლექციებს და მართავს კონსულტაციებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. 

წყარო:

1. https://toduaclinic.ge/news/nikoloz-peradze-kirurgi-mamologi 


Share: