The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გრიგოლ ხურციძე

გრიგოლ ხურციძე
Other name:გია  (Acronym)
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

აშშ-სა და საქართველოში მოღვაწე ექიმი-თერაპევტი, ჰოსპიტალისტი გრიგოლ (გია) ხურციძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მედიცინით ბებიის წყალობით დაინტერესდა, რომელიც ღვაწლმოსილი თერაპევტი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული დონორი (სისხლის)იყო. ბავშვობაში ინჟინრის პროფესია უფრო აინტერესებდა, მაგრამ, ბებიამ საბოლოოდ მაინც გადააფიქრებინა. თუმცა ამბობს, რომ მეორე პროფესიის შეთავსება რომ შეიძლებოდეს, ეს აუცილებლად ინჟინრობა იქნებოდა.

1995 წელს დაამთავრა თბილის სამედიცინო უნივირესიტეტი და დაიწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა.

1999-2002 წლებში, ამერიკაში, კლივლენდ კლინიკის ჰურონის ჰოსპიტალაში გაიარა რეზიდენტურა შინაგანი სნეულებების სპეციალობით და სერთიფიცირებულ იქნა ამერიკის შინაგანი სნეულებების ასოციაციის მიერ.

2002 წელს დაინიშნა კლივლენდ კლინიკის ჰილკრესტის ჰოსპიტალის პროგრამის მთვარი რეზიდენტის თანამდეობაზე.

2003 წელს შეუერთდა კირკპატრიკის სამედიცინო ჯგუფს, დაკავებული იყო როგორც ამბულატორიული ისე ჰოსპიტალური მედიცინის პრაქტიკით.

2009 წლიდან მოღვაწეობდა კაიზერ პერმანენტეს ჩრდილო-დასავლეთის ქსელის წმინდა ჯონსის ჰოსპიტალში, ჰოსპიტალური მედიცინის მიმართულებით.

მონაწილეობდა ქართულ-ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GAMPHA) ჩამოყალიბებაში. ორგანიზაცია 2011 წელს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალესტების მიერ დაარსდა, რათა საქართველოში ყოფილიყო ერთი საუნივერსიტეტო ბაზა მაინც, სადაც ახალგაზრდა ექიმების განათლება იქნებოდა შესაძლებელი. ის განათლება, რასაც  Post-graduate education (დიპლომის შემდგომი განათლება) ჰქვია.

გრიგოლ ხურციძე რესერთიფიცირებულია ამერიკის შინაგანი სნეულებების ბორდის და ევროპის რევმატიზმის წინაღმდეგ ლიგის მიერ, აქვს ვაშინგტონის და კენტუკის შტატების, ასევე საქართველოს სამედიცინო ლიცენზია.

ამერიკაში მუშაობის პარალელურად პერიოდულად ჩამოდიოდა და თბილისში, ჯოენის კლინიკაში მუშაობდა.

2014-2015 წლებში იყო PSP ნიუ ჰოსპიტალსის შინაგანი სნეულებების ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო "ევექსი ჰოსპიტლების" კლინიკური დირექტორის მოადგლე.

აქტიურ მონაწილეობას იღებდა "ევექსი ჰოსპიტლების" ქსელში ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და კარდიოვასკულული მედიცინის მიმართულების დანერგვაში.

ამჟამად არის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი.

გრიგოლ ხურციძის მეუღლე ნინო სოლომონია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრი და ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის (NRP, აშშ) რეგიონალური ინსტრუქტორია.

 წყარო:

1. https://fortuna.ge/fortuna/show-archive/grigol-khurcidze-janmrteloba-yvelaze-didi-investiciaa/

 


Share: