The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო სოლომონია

ნინო სოლომონია
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ნინო სოლომონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლა ამავე მიმართულებით მ. იაშვილის სახელობის ჰოსპიტალში განაგრძო. კვალიფიკაცია არაერთი განხრით დასავლეთის ქვეყნებში აიმაღლა. მათ შორის, სტაჟირება ჯერ გერმანიის ეპილეფსიის ცენტრში, შემდეგ კი აშშ-ში გაიარა მრავალი მიმართულებით, მათ შორის - ნეონატოლოგიის განხრით.
ამრიკაში 13 წელი იმყოფებოდა. მუშაობდა კენტუკის უნივერსიტეტში ნეონატოლოგის პოზიციაზე, იყო აშშ–ს ახალშობილთა ბლოკის რეანიმაციის რეგიონული ინსტრუქტორი, S.T.A.B.L.E. კურსის მთავარი ინსტრუქტორი, პროფესორი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიკავა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. ის გახლავთ ნეონატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის კოორდინატორი ქსელში. აგრეთვე, არის ევექსის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.
ნინო სოლომონია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრი და ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის (NRP, აშშ) რეგიონალური ინსტრუქტორია. მის სახელს არა ერთი სამედიცინო პუბლიკაცია და სამეცნიერო კვლევა უკავშირდება.

ნინოს მეუღლეა აშშ-სა და საქართველოში მოღვაწე ექიმი-თერაპევტი, ჰოსპიტალისტი გრიგოლ ხურციძე

წყარო:

1. https://cmchospital.ge/ka/board-member/nino-solomonia/17/ 

2. https://www.facebook.com/iashvilihospital/posts/675733615840690/


გააზიარე: