The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რეჯებ ჟორდანია

რეჯებ ჟორდანია
Date of birth:10 December, 1921
Date of death:15 July, 2021  (at 99 years)
Category:Linguist

Biography

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია დაიბადა 1921 წლის 10 დეკემბერს ვანვში, პარიზის გარეუბანში. დედა - ინა კორნეევა. ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდებოდა - ასმათი, ნინა, ანდრეი და რეჯები.

რეჯებ ჟორდანია გაიზარდა ქართულ ემიგრანტულ გარემოში. სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შემდეგ იელის უნივერსიტეტში. 

1960 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატებში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ათწლეულების მანძილზე ასწავლიდა ფრანგულს, ესპანურსა და ლინგვისტიკას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის, ურსინუსის კოლეჯში (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი), ფეარლეი დიკინსონის უნივერსიტეტსა და ჰარტფორდის საჯარო კოლეჯში (კონექტიკუტი).

რეჯებ ჟორდანია ახალგაზრდობიდან გატაცებული იყო ნავთმშენებლობითა და საზღვაო ისტორიით. 1987 წელს იგი აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად საუთჰემპტონის კოლეჯში, სადაც ასწავლიდა საზღვაო ლიტერატურას და ისტორიას. ასევე, ხელმძღვანელობდა ისტ-ჰემპტონის საისტორიო საზოგადოების მიერ XX საუკუნის დასაწყისის 25-ფუთიანი იალქნიანი ნავის (ე. წ. კეტის) "სენადის" აღდგენას.

ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი რეჯებ ჟორდანია სამშობლოში პირველად 1990 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ხშირი სტუმარი იყო. ის აქტიურად იყო ჩართული ლევილის მამულის (ე. წ. "შატოს") საქართველოსთვის გადაცემის პროცესში; მისი  ორგანიზებული იყო საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი არაერთი კონფერენცია საქართველოში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, მათ შორის:  ნოე ჟორდანიას სახელობის კონფერენცია (თბილისი, 1998), ჰარიმანის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი "საქართველოს ცნობადობის დღე" (Georgia Awareness Day) (ნიუ-იორკი, 1998) და სხვ.; მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციაში; მისი მხარდაჭერით 1990-იანი წლებში საქართველოში მოქმედებდა ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა.

რეჯებ ჟორდანია წერდა მუსიკას ფორტეპიანოსა და ვიოლინოსათვის, ასევე, კამერულ მუსიკას; იყო პიანისტი; გამოქვეყნებული აქვს მემუარები, უცხოური ენების სახელმძღვანელოები, თხზულებები ნავთმშენებლობაზე, ნოე ჟორდანიაზე და სხვ., ასევე, საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების კრებულები. 

2009 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

2012 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა.

რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა 2021 წლის 15 ივლისს ისტ-ჰემპთონში (ნიუ-იორკის შტატი).

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/რეჯებ_ჟორდანია

2. ჟორდანია, რეჯებ. გავიზარდე ლევილში... - თბ., 2004.


Share: