The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი ჭიაურელი

ირაკლი ჭიაურელი
Date of birth:8 March, 1948
Date of death:17 October, 2013  (at 65 years)
Category:Conductor, Musician

Biography

ირაკლი ნიკოლოზის ძე ჭიაურელი დაიბადა თბილისში, 1948 წლის 8 მარტს. 1966 წელს დაამთავრა თბილისის ნიჭიერთა ათწლედი (პედ. შ. შანიძე,  ვიოლინო). 1972 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვიოლინოს სპეციალობით, იმავე პედაგოგთან); პარალელურად, 1968-1973 წლებში სწავლობდა სადირიჟორო სპეციალობაზეც. პედაგ. ო. დიმიტრიადი.

1973–1975 წწ. მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა ასპირანტურა (სადირიჟორო, პედ. კ. კონდრაშინი).

1975–1977 წწ. იყო მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემირეოვიჩ–დანჩენკოს სახელობის თეატრის დირიჟორი.

1977–1994 წწ. - ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად, 1991–1997 წწ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი.

1997–2004 წწ. -  ქ. მერსინის (თურქეთი) ოპერის თეატრის დირიჟორი.

ქართული რეპერტუარი, ოპერები: მ. დავითაშვილი - "ნაცარქექია" (1979, პრემიერა); ზ. ფალიაშვილი - "აბესალომ და ეთერი", "დაისი"; ვ. დოლიძე - "ქეთო და კოტე";  საორკესტრო ნაწარმოებები: გ. ჩლაიძე - "სამი სიმფონიური მინიატურა" (1980, პირვ. შესრულება); ა. შავერზაშვილი - "მცირე მიწა" (1981, პირვ. შესრულება); ზ. ნადარეიშვილი - "საგალობლები" კამერული ორკესტრისათვის (1988, პირვ.შესრულება); ი. გეჯაძე - კონცერტი კამერული ორკესტრისათვის (1988, პირვ. შესრულება);  ვოკალურ-სიმფონიური: გ. ჩლაიძე - კანტატა „გაზაფხული“ (1980, პირვ.შესრულება) და სხვ.; უცხოური რეპერტუარი: ბეთჰოვენი - ოპერა "ფიდელიო", სიმფონია N9; ვერდი - "ტრავიატა", "აიდა"; როსინი - "სევილიელი დალაქი"; რ. შტრაუსი -  "სალომე"; ერთაქტიანი ბალეტები: ბიზე–შჩედრინი -  "კარმენ–სიუიტა" და სხვა.

რეპერტუარი თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ვერდი - "ტრავიატა", "რიგოლეტო"; პუჩინი - "ჩიო–ჩიო–სანი"; ლეონკავალო - "ჯამბაზები"; მასკანი - "სოფლის ღირსება"; ჯ. ბოკი - "მევიოლინე სახურავზე"; დამდგმელი დირიჟორი: პუჩინი -  "ტოსკა"; პროკოფიევი - "რომეო და ჯულიეტა";

ირაკლი ჭიაურელი გარდაიცვალა 2013 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში.

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 568.

2. კაკულია ლ. სადირიჟორო პულტთანაა ირაკლი ჭიაურელი // მუსიკალური საქართველო. - თბილისი, 2007.- #2-3. მარტი-ივნისი.- გვ. 45-50.


Share: