The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ედვარდ რთველაძე

ედვარდ რთველაძე
Date of birth:14 May, 1942
Date of death:10 February, 2022  (at 79 years)
Burial location:ურტასარაისკის ქრისტიანულ სასაფლაო, უზბეკეთი
Category:Historian

Biography

უზბეკეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ედვარდ ვასილის ძე რთველაძე დაიბადა 1942 წლის 14 მაისს, ბორჯომში.

1967 წელს დაამთავრა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

მუშაობდა უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში - ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1985-2009 წლებში კი — განყოფილების გამგედ.

იკვლევდაცენტრალურ აზიისა და კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, კულტურისა და ხელოვნების საკითხებს.

მეცნიერის წოდებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1992); უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1995), ნამდვილი წევრი (2010); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი; უზბეკეთის ოლი მაჯლისის (პარლამენტის) სენატის წევრი.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცენტრალური აზიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის კვლევაში, მონაწილეობდა არქეოლოგიურ მისიებში ცენტრალური აზიის, კავკასიის, კვიპროსის, საფრანგეთისა და იაპონიის ტერიტორიაზე. ხელმძღვანელობდა ტოხარისტანის არქეოლოგიურ ექსპედიციას და ქუშანის სამეფოს ნაქალაქარის — ქამფირთეფეს ისტორიული კომპლექსის გათხრებს.

2016 წლიდან იყო პროექტ „მსოფლიოს კოლექციებში უზბეკეთის კულტურული მემკვიდრეობის“ ერთ-ერთი ინიციატორი.

გამოქვეყნებული აქვს 800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ედვარდ რთველაძეს მიღებული ჰქონდა ბირუნის სახელობის უზბეკეთის სახელმწიფო პრემია (1985); უზბეკეთის II ხარისხის სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკაში (2007); უზბეკეთის ორდენი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (2001) და ორდენი „მეჰნათ შუჰრათი“ (2017); ასევე, საქართველოს ღირსების ორდენი (2001).

გარდაიცვალა ტაშკენტში 2022 წლის 10 თებერვალს. დაკრძალულია ურტასარაისკის ქრისტიანულ სასაფლაოზე. ტაშკენტიდან 50 კმ.-ში (ტაშკენტის # 3 სასაფლაო).

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ედვარდ_რთველაძე


Share: