The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოსო ჟორჟოლიანი

Date of birth:1923  (101 years)
Date of death:199?
Category:Poet

Biography

სოსო ჟორჟოლიანი დაიბადა 1923 წელს იმერეთში, სოფელ ლაკში.

საშუალო განათლება მიიღო ჯერ მაღლაკის შვიდწლედში, შემდეგ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში.

სკოლის შემდეგ დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

მუშაობდა ინჟინრად ნოვოროსიისკში, კასპსა და ბოლოს, ზუგდიდში, საიდანაც გაიწვიეს ჯარში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცოლად შეირთო გერმანელი მომღერალი ედელტრაუტ ეპლინგი, რომელსაც ჰაიდელბერგის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული.

ცოლ-ქმარი თვრამეტი წლის მანძილზე ცხოვრობდა ჰაიდელბერგში, სადაც შექმნეს საფეიქრო წარმოება.

1956 წელს, ჰაიდელბერგში ცხოვრების პერიოდში, სრულიად მოულოდნელად დაიწყო ლექსების წერა.

1963 წელს გადავიდნენ მიუხენში. აქ სოსო ჟორჟოლიანმა ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი (იბეჭდებოდა წიგნაძისა და ანზორ რეულის ფსევდონიმებითაც). მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა პარიზში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში - „ჩვენი დროშა“, „მებრძოლი საქართველო“, „გუშაგი“ და სხვა.

რამდენიმე წელი მუშაობდა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში. 1971 წელს მიუნხენში გამოსცა ლექსების კრებული, რომელიც თავადვე გააფორმა მხატვრულად. აქვე დაიბეჭდა მის მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი პიესა „თამარ“.

1989 წლიდან პენსიაზე გავიდა

წყარო:

1. https://www.litinstituti.ge/emigrant/sosojorj.html 

 


Share: