The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან ბერეკაშვილი

ქეთევან ბერეკაშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ნიუ-იორკში მცხოვრები ნევროლოგი ქეთევან ბერეკაშვილი ამერიკაში წასვლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ეუფლებოდა ექიმის პროფესიას. 1990-იანი წლების საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო. მე-4 კურსის სტუდენტი იყო ქეთევანი, როცა მშობლების გადაწყვეტილებით სასწავლებლად ნიო-იორკში გაემგზავრა.

კოლუმბიის უნივერსიტეტში გერმანული ლიტერატურის მიმართულება აირჩია, რადგან სკოლაში გერმანულს სწავლობდა. 2003-2006 წლებში კი სამედიცინო განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში - Mailman School of public health.

სწავლის პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, მუშაობდა კვლევებზე და სტატებსაც წერდა. მისი აქტიურობა და სიბეჯითე გაითვალისწინეს და გადასცეს მწვანე ბარათი - „განსაკუთრებული შესაძლებლობისა და უნარებისთვის“( Greed Card as extraordinary abilities). მწვანე ბარათის მიღებამ საშუალება მისცა მუშაობა დაეწყო კვლევების კორდინატორად Spine Institute Beth Israel Medical Center-ში.

პარალელურად, გამოცდები ჩააბარა (USMLE STEP 1, STEP2, STEP2S and STEP3) და აიღო  სამედიცინო ლიცენზია, რის შემდეგაც რეზიდენტურაზე მოხვდა ნევროლოგიის დეპარტამენტში SUNY Downstate-ში. ამჟამად მუშაობს კერძო ჯგუფში, Interventional Neuro Associates-ში (INA). 

კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქეთევანი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს გაიცანო მომავალი მეუღლე გრიგოლ (გიგა) ადეიშვილი, რომელიც პროფესიით მეან-გინეკოლოგია. დაქორწინების შემდეგ, 2003 წლის ოქტომბრიდან ისიც ამერიკაში ცხოვრობს. ყავთ ერთი ვაჟი - ლუკა ადეიშვილი.
წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/qethevan-berekashvili-eqimi-ashsh/ 

 


გააზიარე: