The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით მრელაშვილი

დავით მრელაშვილი
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

დავით მრელაშვილს ექიმობა ბავშვობიდან უნდოდა. თვლის, რომ ექიმის პროფესია ძალიან ახლოს არის მის ხასიათთან, რადგან დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების დახმარება.

დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (2011 წლამდე უმაღლესი სამედიცინო სკოლა ,,აიეტი’’), რომელიც ორიენტირებული იყო წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაზე.

საქართველოში 1990 – იანი წლების ბოლოს კარიერის გაგრძელება და განვითარება ნებისმიერ პროფესიაში ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში -  შეუძლებელიც იყო. რეალურად, იმ დროს საუკეთესო პერსპექტივას ამერიკაში ან ევროპაში წასვლა წარმოადგენდა.

ახალგაზრდა ექიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. სჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი იყო სამედიცინო განათლების გაგრძელებისა და კარიერული წინსვლისთვის. ბუნებრივია, იყო სირთულეები, თუმცა გამოჩნდა არაერთი კარგი ადამიანი, ვინც დაეხმარა რჩევით, ფინანსურად, ან თუნდაც სწორი მიმართულების მიცემით.

დავითს ბავშვობიდან იზიდავდა რთული პროცესები, მათი ახსნა, გამოკვლევა. განსაკუთრებით აინტერესებდა ადამიანის ტვინი, მისი ამოუწურავი შესაძლებლობები. ფიქრობს, რომ თავის ტვინის ფუნქციებიდან ძალიან ბევრი რამ არის უცნობი და აღმოსაჩენი... აქედან გამომდინარე აირჩია მომავალი სპეციალიზაცია, ჩააბარა ნევროლოგიის რეზიდენტურაში და გაიარა შესაბამისი კვალიფიკაციები.

ამჟამად მუშაობს ამერიკის 200 -ზე მეტ კლინიკაში, როგორც ტელემედიცინის სპეციალისტი- ნევროლოგიის განხრით. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამედიცინო თუ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებში, ძირითადად მრჩეველთა საბჭოს, ან ბორდის წევრის სახით, რათა მიღებულ გამოცდილებას უფრო მასშტაბური გამოყენება მისცეს.
მედიცინის მომავალს დავით მრელაშვილი ტელემედიცინის სფეროში ხედავს. მიაჩნია, რომ ამას ამტკიცებს ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა ძირითადი გადაუდებელი ნევროლოგიური შემთხვევების მკურნალობისას.
ნევროლოგის სტატუსით, ნაკლებადაა ჩართული საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში. მეტი ჩართულობა აქვს ტელემედიცინის სფეროში და ცდილობს  გამოცდილება გაუზიაროს ქართველ კოლეგებს. ხოლო, უფრო ფორმალურ დონეზე, მონაწილეობს სამედიცინო განათლების სისტემის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესებში, სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუტების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით.
კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, დავით მრელაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ონლაინ კონსულტაციებით ჩართული იყო კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობდნენ.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/davith-mrelashvili-eqimi-ashsh/


Share: