The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პაატა სარია

პაატა სარია
Date of birth:197?
Category:Medical Doctor, Philosopher

Biography

მეან-გინეკოლოგი, ქირურგი პაატა სარია დაიბადა და გაიზარდა წალენჯიხაში (სამეგრელო). ექიმობა 15-16 წლის ასაკში გადაწყვიტა. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1990-ან წლებში ქართველი ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფი აღმოჩნდა, გერმანულენოვან შვეიცარიაში საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაზე, სადაც პაატამ პირველად დაამყარა კონტაქტი შვეიცარიელ ექიმებთან. ამაში გერმანული ენის ცოდნა დაეხმარა. იქვე მიიღო შემოთავაზება, მიწვეული ექიმის სტატუსით გაევლო პრაქტიკა შვეიცარიაში, რომელიც ინტერნაციონალური ფონდიდან თავად დააფინანსეს. ამ პერიოდში გერმანული ენის გამოცდა წარმატებით ჩააბარა ბაზელის გოეთეს ინსტიტუტში.

პრაქტიკების გავლის დროს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ადგილზე გაევლო  სპეციალიზაცია, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა ქართული სამედიცინო დიპლომით. ამიტომ მეან- გინეკოლოგიაში სპეციალიზაციის მიზნით, შვეიცარიელი კოლეგების რეკომენდაციით, გაემგზავრა გერმანიაში.

ასე აღმოჩნდა გერმანიის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ასისტენტად (დასაწყისისთვის როგორც მოწვეული ექიმი). სპეციალიზაციის დასრულების შემდეგ (უმცროსი ექიმი შესაბამისი ანაზღაურებით), გერმანიაში წარმატებით ჩააბარა მეან-გინეკოლოგიის გამოცდა და გახდა სპეციალისტი (Facharzt). ასევე, ერთ-ერთ თავისუფალ უნივერსიტეტში 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სარძევე ჯირკვლის კიბოს მართვის პრინციპებზე და მიიღო გერმანული საექიმო აპრობაცია.

დღესდღეობით, პაატა სარიას ევროპაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მის კომპეტენციაში, გარდა თერაპიული თუ ქირურგიული მეანობა-გინეკოლოგიისა, შედის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, რეპროდუქტოლოგია და გინეკოლოგიური და მამოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების მართვა.

სამედიცინო მოღვაწეობის პარალელურად, აკადემიურად შეისწავლა სამკურნალო პედაგოგიკა და ალტერნატიული მედიცინა.

2015 წლამდე ხელშეკრულებით მუშაობდა სხვადასხვა კლინიკაში. დორტმუნდის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 წელი იმუშავა. ჯერ როგორც უფროსმა, შემდეგ კი წამყვანმა უფროსმა მეან-გინეკოლოგმა. 2015 წლიდან არის დამოუკიდებლი ექიმი.

პაატა სარიას აქვს ლიცენზირებული გინეკოლოგიური კაბინეტი, ასევე, ხელშეკრულება ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკასთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ პაციენტებს თვითონ უტარებს ოპერაციას. მუშაობს მინიმალური ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) მეთოდით.

წელიწადში ექვსი ათასამდე პაციენტს იღებს, ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმთა შეხვედრებში, სადაც ასევე, ჩადიან კოლეგები და სტუდენტები საქართველოდან.  

ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა. უფროსი სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. უმცროსი მალე დაამთავრებს სკოლას და ექიმობა უნდა. მეუღლე რუმინელია, პროფესიით – ფიზიკოსი.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/paata-saria-eqimi-germania/

2. https://redmed.ge/ka/eqimi/paata-saria/26279 

3. https://redmed.ge/ka/blog-new/gaicanit-ekimi-ginekologi-paata-saria-sazgvargaret-mqopi-kartveli-ekimi/78

4. https://tbiliselebi.ge/ka/news/medicine/tsarmatebuli-da-aghiarebuli-kirurgi-da-mean--ginekologi-paata-saria-mravaltsliani-evropuli-gamotsdilebit-tkveni-janmrtelobis-samsakhurshi


Share: