The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოჩა ხელაშვილი

გოჩა ხელაშვილი
Date of birth:196
Category:Physicist

Biography

გოჩა ხელაშვილი ფი­ზი­კის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რია. არის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი ჩი­კა­გო­ში, ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­მე­დი­ცი­ნო აკე­დე­მი­ურ ცენ­ტრში, სადაც მისი ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის კურ­სის და­გეგ­მა­რე­ბა.

დამთავრებული აქვს ჯონ ჰო­პ­კინ­სის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა  ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი კი ილი­ნო­ი­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში მოიპოვა.

თავდაპირველი უმაღლესი განათლება გოჩა ხელაშვილმა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 1990 წელს დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი. 1991 წელს ასპირანტურაში სასწავლებლად გაემგზავრა ბალტიმორში, სადაც სამედიცინო ფიზიკის სპეციალობის არსებობის შესახებ შეიტყო და დაინტერესდა. სწორედ ამის გამო გადავიდა ჩიკაგოში, ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ბიოფიზიკისა და სამედიცინო გამოსახულების ფიზიკის განხრით მუშაობდა 1995-დან 2000 წლამდე. აქვე დაიცვა დისერტაცია ბიოფიზიკაში.

ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის აღარ ფიქრობდა კლინიკურ სამედიცინო ფიზიკის დარგში გადასვლაზე, რადგან თვლიდა რომ ეს გზა მისთვის უკვე დახურილი იყო. მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, გვიან არაფერი არ არის. რამოდენიმე წელიწადში მან დაიწყო მუშაობა სამედიცინო ფიზიკასთან დაკავშირებულ პროექტზე, რომელიც მიმდინარეობდა Rush University Medical Center (RUMC) კოლაბორაციით, გამომგონებლისა და მეწარმის ბატონ ლეონარდ რეიფელის კომპანიაში. ამ პროექტში მუშაობამ კვლავ გაუხსნა გზა კლინიკურ სამედიცინო ფიზიკაში მუშაობისთვის. მან RUMC-ში 3 –წლიანი რეზიდენტურა გაიარა და კლინიკური სამედიცინო ფიზიკოსი გახდა. ამჟამად, ჩიკაგოში, Northwestern Memorial Hospital (NMH)-ში თერაპიული განხრით, უფროს კლინიკურ სამედიცინო ფიზიკოსად მუშაობს. მის კომპეტენციაში სხვადასხვა სიმსივნით დიაგნოსტირებული პაციენტების მკურნალობა შედის. ამასთან, ბატონი გოჩა სამედიცინო ფიზიკის რეზიდენტურის დირექტორია და მისი მოვალეობა ექიმი რეზიდენტების და ფიზიკოსი რეზიდენტების განათლების პროცესის ხელმღვანელობაა.

ქართველი ონკოლოგები სტაჟირებას გადიან, ჩიკაგოში, „NMH“-ში. ისინი ეცნობიან ახალ მიღწევებს და შეძენილ ცოდნას უკვე ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში ნერგავენ.

ცენტრში წარმოდგენილი არიან ახალგაზრდა კვალიფიციური ექიმები, რომლებსაც ჩიკაგოდან მოწვეული რადიაციული ონკოლოგი კრისტინა კიელი ხელმძღვანელობს. მნიშვენოლოვანი ფაქტია ისიც, რომ გოჩა ხელაშვილისა და ქრისტინა კიელის თაოსნობით შეიქმნა ფონდი Inga Cancer Foundation, რომელიც ისეთი პაციენტების ონკოლოგიურ მკურნალობას აფინანსებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ ბოლომდე მიიყვანონ მკურნალობის კურსი.

სამომავლოდ ბატონი გოჩა გეგმავს საქართველოში ჩამოაყალიბოს სამედიცინო ფიზიკოსების სწორი განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. ასევე სურს, საქართველოში გაიმართოს კონფერენცია რადიაციულ ონკოლოგიაში, რომელიც შეკრებს ექიმებს და სამედიცინო ფიზიკოსებს საქართველოს ყველა არსებული სხივური თერაპიის ცენტრებიდან. მისივე თქმით, ამ კონფერენციაზე უნდა დაარსდეს საქართველოს სამედიცინო ფიზიკოსების ასოციაცია, რომელმაც სამედიცინო ფიზიკოსების განათლების საკითხი საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

წყარო:

1. https://www.timer.ge/quthaisis-onkologiis-centrma-chikagodan-qarthveli-samedicino-pizikosi-moitsvia/ 

2. https://www.ambebi.ge/article/254712-20-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-camqvan-la/


Share: