The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თორნიკე გულუა

თორნიკე გულუა
Date of birth:6 August, 1965  (59 years)
Category:Businessmen

Biography

ბიზ­ნეს­მე­ნი თორ­ნი­კე აკაკის ძე გუ­ლუა დაიბადა 1965 წლის 6 აგვისტოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. სო­ხუ­მის სუბტ­რო­პი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და და უკვე 30 წე­ლია, რაც სტავ­რო­პოლ­ში ცხოვ­რობს და მოღვაწეობს. 2008-2013 წლებ­ში თბი­ლის­ში საქმიანობდა, თუმ­ცა შემ­დეგ უკან დაბ­რუ­ნება მოუხდა.

25 წლის წინ თორნიკე გულუამ დააარსა ნო­ვო­ა­ლექ­სან­დროვ­სკის ხორცკომ­ბი­ნა­ტი (МКН), რომელიც  რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით ცნო­ბი­ლი სა­წარ­მოა. მდებარეობს სტავროპოლის ტერიტორიაზე. თორნიკე კომბინატის დირექტორია.

ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა  200-მდე სხვადასხვა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ებს, მათ შორის, ტრადიციული ქართული პრო­დუქ­ცი­აც გვხვდება - ტყე­მლის სა­წე­ბელი, აჯი­კა, ხინ­კალი;  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხაშის კონსერვი. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის ეტიკეტზე საქართველოს რუკის ფონზე გამოსახულია ქართული დროშა.

ქარხანა ოც წელზე მეტია რაც ამ პროდუქტს უშვებს. ეტიკეტის რებრენდინგი კი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა და მას შემდეგ ამ სახით გამოდის.

თორნიკეს ვაჟი, აკაკი გულუა პროფესიით ფინანსისტია. უმაღლესი ეკონომიკური განათლება შვეიცარიაში მიიღო. შეეძლო ევროპაში დარჩენილიყო, მაგრამ სახლში დაბრუნდა და დღეს მამის გვერდით მუშაობს.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge/article/284421-ratom-chauricxa-kaspis-meriam-momgeral-babi-kirkita/


Share: