The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანა ინაშვილი

ანა ინაშვილი
Date of birth:198?
Category:Medical Doctor

Biography

ანა ინაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრა. ოჯახში იმის ფუფუნება არ ჰქონდა, რომ მხოლოდ ემეცადინა, ამიტომ სწავლის პერიოდში ექთნად მუშაობდა ჯოენის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა და მოზრდილთა ინტენსიურ განყოფილებაში, სამედიცინოს ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი, უმცროს ექიმად. ძალიან იღლებოდა. როგორც თავად იხსენებს, ღამის მორიგეობის შემდეგ აუდიტორიაში წინ ჯდებოდა, რომ ლექციის დროს არ ჩასძინებოდა. მაგრამ დღეს მადლიერებით იხსენებს თავისი ცხოვრების ამ რთულ პერიოდს და თვლის, რომ ჯოენის კლინიკაში გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მის ექიმად ჩამოყალიბებაზე. კარდიოლოგიის სიყვარულიც იმ დროიდან მოჰყვება.

ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების შესახებ შემთხვევით შეიტყო  და მიზანიც გაუჩნდა. უცხოელი ექიმებისთვის ამერიკის სამედიცინო რეზიდენტურაში მოხვედრა დიდ კონკურენციასთან არის დაკავშირებული, რადგან მთელი მსოფლიოს წარჩინებულ ახალგაზრდებს შორის უნდა შეგამჩნიონ. კარდიოლოგიაში მოხვედრა კი ორმაგად რთულია, რადგან კონკურენცია კიდევ უფრო მაღალია.

ანა ინაშვილი აღმოჩნდა უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული, ვინც ამ საქმეს შეეჭიდა. გზა, რომელიც გაიარა, არ იყო ადვილი, მაგრამ მიზანდასახულობამ და ყოველდღიურმა შრომამ შედეგი გამოიღო და USMLE- ის გამოცდებში უმაღლესი ქულები დაიმსახურა.
ამერიკაში, ქალაქ ევანსტონში (შტატი ილინოისი) რეზიდენტურის დასაწყებად 2011-ში ჩავიდა, შინაგანი მედიცინის 3 წლიანი გამოცდილება Saint Francis Hospital-ში გაიარა. მაშინ უკვე გათხოვილი იყო. უცხოეთში მეუღლესთან ერთად წავიდა, უფროსი ბიჭი კი მცირე ხნით თბილისში დატოვა. როგორც კი საყოფაცხოვრებო პირობები მოაგვარა, ბავშვიც წაიყვანა. ოჯახის გაერთიანებას ანასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან როგორც ის აღნიშნავს, - „ზოგადად, ჩემი ცხოვრების გამოწვევა ყოველთვის იყო და არის ბავშვების აღზრდის, ოჯახური ცხოვრების და კარიერის ჰარმონიულად დაბალანსება“.
2014 წელს  დაიწყო მუშაობა კლინიკურ ინსტრუქტორ ჰოსპიტალისტად პიტსბურგში, University of Pittburgh Medical Center-ში. აქ საქმიანობა კარდიოლოგიურ კვლევებში ჩართვასაც უადვილებდა.

2020 წელს ჩაირიცხა HCA Healthcare USF Morsani College of Medicine/Brandon Hospital-ში, კარდიოლოგიის ფელოუშიპში. იმავე წელს შეეძინა მესამე ბიჭი. ამჟამად იმყოფება დამამთავრებელ კურსზე. ყოველდღიურად უხდება გულის პათოლოგიების ანალიზი, ელექტროკარდიოგრამების და ექოკარდიოგრამების კითხვა, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/ana-inashvili-eqimi-ashsh/


Share: