The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ კუხიანიძე

ვასილ კუხიანიძე
Date of birth:23 April, 1966  (58 years)
Category:Astronomer

Biography

ვასილ ჯონდოს ძე კუხიანიძე დაიბადა 1966 წლის 23 აპრილს. 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასტრონომიის სპეციალობით. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში თემაზე: „ქრომოსფერული სპიკულების სტრუქტურა და დინამიკა“.

1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ობსერვატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2010 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სამეცნიერო და კვლევითი ინტერესების სფეროებია: თანამგზავრული ასტრონომია; მზის ციკლები; მოკლეპერიოდიანი და გრძელპერიოდიანი ვარიაციები მზის მაგნიტურ ველში; მზის კორონა; მზის დედამიწისეული და თანამგზავრული დაკვირვებები; მონაცემთა ანალიზი; ეგზოპლანეტები.

სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა და სამეცნიერო ვიზიტით იყო მიწვეული შემდეგ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში: მალაგის უნივერსიტეტი (University of Málaga); მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology); ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (Catholic University of Leuven); გრაცის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი (Graz Space Research Institute).

2021 წელს ილიაუნის მეცნიერებმა - ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენიშვილმა, პროფესორებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა და ვასილ კუხიანიძემ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics გამოაქვეყნეს ნაშრომი Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23–24.

ნაშრომის ავტორები მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებულ პერიოდულ ცვლილებათა საშუალებით აფასებენ მაგნიტური ველის სიდიდეს მზის წიაღში.

კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული ლემან ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის დონორები იყვნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ფოლკსვაგენის ფონდი.

ვასილ კუხიანიძის მეუღლე ლელა მილდენბერგერი პროფესიით იურისტია. ჰყავთ ერთი ქალიშვილი - ეკა კუხიანიძე.

წყარო: 

1. https://faculty.iliauni.edu.ge/engi/vasil-kukhianidze/ 

2. https://on.ge/story/90657--ილიას-სახელმწიფო-უნივერსიტეტის-მეცნიერთა-ნაშრომი-მაღალრეიტინგულ-საერთაშორისო-ჟურნალში-გამოქვეყნდა.


Share: