The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მოსე დავარაშვილი

მოსე დავარაშვილი
Other name:მოშე
Date of birth:1893
Date of death:1980  (at 87 years)
Category:Religious leader

Biography

საზოგადო მოღვაწე, რაბინი, მოსე (მოშე) რახამის ძე დავარაშვილი (მოშე ჰა კატანი) დაიბადა 1893 წელს, ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის დაბა ცხინვალში.

სასულიერო განათლება მიიღო რაბი ხაფეც-ხაიმთან რადინის იეშივაში. თალმუდისტი.

უმაღლესი განათლება მიიღო ქალაქ ვილნოში (დღევანდელი ვილნიუსი). პროფესიით მასწავლებელი იყო.

1910-იანი წლებიდან ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში და აქტიურად იყო ჩაბმული ადგილობრივი ებრაული თემის საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაში.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი.

1917 წელს ეროვნულ საბჭოში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას.

1918 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი.

სხვა ებრაელ დეპუტატებთან ერთად, მხარს უჭერდა იმ კანონების მიღებას, რომელიც იცავდა ებრაელთა ეროვნულ ინტერესებს. დაწყებით სასწავლებლებში „თორას“  სწავლებასთან ერთად, ეწეოდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაელთა შორის.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში.

1970 წელს საცხოვრებლად გადასახლდა ისრაელში, სადაც საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელთა ერთ-ერთ სულიერ ლიდერად ითვლებოდა.

მისი ხელმძღვანელობით ქართული შრიფტით დაიბეჭდა ლოცვანი „თეფილათ ახიმ“ (ძმების ლოცვა).

გარდაიცვალა 1980 წელს, იერუსალიმში. დაკრძალულია იქვე.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მოსე_დავარაშვილი 

2. http://archive.ge/ka/biography/133/artefacts

3. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php//დავარაშვილი_მოსე


Share: