The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლეონტი ჟღენტი

ლეონტი ჟღენტი
Date of birth:12 October, 1884
Date of death:8 April, 1969  (at 84 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

ვიქტორ (ლეონტი) ალმასხანის ძე ჟღენტი დაიბადა 1884 წლის 12 ოქტომბერს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯვარცმაში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი და საბუღალტრო კურსები. პროფესიით - ფეიქარი და მოანგარიშე იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი.

1900-იანი წლების ბოლოდან პოლიტიკურ მუშაობას ეწეოდა ბაქოში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში.

1910 წელს ბაქოში დააარსა და თავადვე ხელმძღვანელობდა „ქართულ სალიტერატურო-სამხატვრო წრეს“. გამოსცემდნენ ჟურნალ „წყაროს“.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით - სამხედრო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი.

1921 წლამდე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში.

ლეონტი ჟღენტი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1916) და ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1921).

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, თებერვალ-მარტში დანიშნული იყო სამხედრო-საველე სასამართლოს თავმჯდომარედ.

1921 წლის მარტში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დატოვა სამშობლო და წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში.

გარდაიცვალა 1969 წლის 8 აპრილს, აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში.

დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

1. გუნცაძე ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი.. - თბ.,  2018. - გვ. 324.

2. ხვადაგიანი ირაკლისაქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. - თბილისი, 2016. - გვ. 338 

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ლეონტი_ჟღენტი


Share: