The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ილია ნუცუბიძე

ილია ნუცუბიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1883  (141 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ილია ნუცუბიძე დაიბადა 1883 წლის 20 ივლისს ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანევში, სასულიერო პირის (მედავითნე) დავით ნუცუბიძის ოჯახში.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა, აგრეთვე, ტფილისის სასულერო სემინარიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო კიევის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკურ განყოფილებაზე, სადაც მხოლოდ სამი კურსი დაასრულა.

იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.

1907 და 1909 წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული ესერთა სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.

1917 წლის ნოემბრიდან გაწევრიანდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.

იყო 1918 წლის მაისში შექმნილი საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მთავარი კომიტეტის წევრი.

შედიოდა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „შრომის“ სარედაქციო კოლეგიაში და ერთი პერიოდი რედაქტორიც იყო (1920 წლის N-20-დან 1921 წლის თებერვლამდე).

მონაწილებდა პარტიის მეორე ყრილობაში, რომელიც 1918 წლის 10-15 დეკემბერს გაიმართა. გამოვიდა მოხსენებით პარტიული პრესის შესახებ.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად და შედიოდა ესერთა პარტიის ხუთკაციან ფრაქციაში.

იყო სარეგლამენტო კომისიის მდივანი, საბიბლიოთეკო, სამხედრო, საბიუჯეტო-საფინანსო მომარაგების კომისიების წევრი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო.

ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გარდაცვალების წელი უცნობია. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

1. ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.- თბილისი, 2016, გვ. 324.

2. https://ka.wikipedia.org/wiki//ილია_ნუცუბიძე


გააზიარე: