The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაია მახათელი

მაია მახათელი
Date of birth:1986  (38 years)
Category:Dancer

Biography

მაია მახათელი დაიბადა 1986 წელს, თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. მამა, ნიკოლოზ მახათელი ბალეტმაისტერი გახლავთ, დედა, მარინა ლოლაძე, ბალერინა, ბაბუა, კოტე ლოლაძე, ქართული ხალხური ცეკვების ცნობილი შემსრულებელი, ხოლო ბებია, ელენე ლოლაძე, ოპერის მომღერალი. მაიას ძმა, დავით მახათელი, წლების მანძილზე „ლონდონის სამეფო ბალეტის“ ბალორონი იყო.

მაია მახათელმა ცეკვის შესწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო, სადაც 9 წლის ასაკიდან ეუფლებოდა ბალეტის ხელოვნებას ლარისა ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით.

2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლაში (International Ballet School).

2001 წელს მაია მშობლებთან ერთად წავიდა ამერიკაში, სადაც ნუგზარ მახათელი პედაგოგ-რეპეტიტორად მიიწვიეს. აიდაჰოს შტატის ქალაქ სან-ვალეს საბალეტო სკოლაში მუშაობის პირველივე წელს მან წარმატებით დადგა პ. ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“, რომელშიც დათო და მაია მახათელებმა წამყვანი პარტიები იცეკვეს.

2002 წელს გადავიდნენ კოლორადოს შტატში, სადაც 16 წლის მაია „კოლორადო ბალეტში” აიყვანეს. დასში ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა იყო. 18 წლისა კი უკვე წამყვანი მოცეკვავე გახდა, რაც საბალეტო ისტორიაში იშვიათი მოვლენაა.

კოლორადოს საბალეტო თეატრში შეასრულა მაიამ პირველი მთავარი როლი – მას „მძინარე მზეთუნახავში“ ავრორას როლი ერგო.

და-ძმა მახათელებმა იაპონიაში, ვარსკვლავთა ინტერნაციონალურ ფესტივალზე, საუკეთესო მოცეკვავე წყვილის სტატუსი მოიპოვეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღწეული წარმატების მიუხედავად, მაიას გეზი მაინც ევროპისკენ ჰქონდა აღებული.

2006 წელს იგი ბირმინგემის (ინგლისი) სამეფო ბალეტში გადავიდა სოლისტად, 2007 წლიდან ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში (ამსტერდამი) მუშაობს, 2010 წლიდან თეატრის პრიმა-ბალერინას პოზიციაზე დააწინაურეს.

მაია მახათელს მსოფლიოს წამყვან თეატრებში შესრულებული აქვს კლასიკური ბალეტის ყველა მთავარი როლი, ასევე ცეკვავს მოდერნს და მონაწილეობს თანამედროვე ქორეოგრაფიულ დადგმებში. მას უცეკვია ბევრ საერთაშორისო გალა პერფორმანსებზე - იაპონიაში, არგენტინაში, პრაღაში, ბრიუსელში…  მუშაობდა მრავალ ცნობილ ქორეოგრაფთან - ქრისტოფერ ვილდონი, ჰანს ვან მანენი, რუდი ვან დანტზიგი,  ალეკსეი რატმანსკი, იური გრიგოროვიჩი, ნატალია მაკაროვა, ბენჟამენ მილეპიედ, დავით დავსონი, ჯონ ნოიმაიერი, ტედ ბრონსონი და სხვა.
2011 წელს ნინო ანანიაშვილმა დააჯილდოვა ერთობლივი, ნინო ანანიაშვილის და ჟილბერ ალბერტის (შვეიცარელი იუველირი) პრიზით – ვარსკვლავი.
2014 წელს მაია ნომინირებული იყო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ნიდერლანდებში.

მიღებული აქვს Critics Choice  საუკეთესო შესრულებისათვის – რატმანსკის Firebird და ბალანჩინის პა დე დე.

2015 წელს უმაღლესი პრიზი ჰოლანდიაში -„ალექსანდრა რედიუს“.

სამი წლის მანძილზე ჟურნალმა „Dance Europe“  დაასახელა, როგორც საუკეთესო  „გედის ტბის“ ოდეტა – ოდილიას შესრულებისათვის, 2016 წელს კი ბალანჩინის რეპერტუარის საუკეთესო შესრულებისათვის,

ბალეტის აქსესუარებს მაიას სახელი ამშვენებს ბრენდის სახით.

საერთაშორისო გამოცემა Dance Europe-მა მაია მახათელი 2020 წლის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელა და მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდა.

მაიამ თავისი მეორე ნახევარიც თეატრში გაიცნო. მისი რჩეული, არტურ შესტერიკოვიც ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ბალერონი გახლავთ. წყვილს ერთი საერთო შვილი, ლუკა ჰყავს.

წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/maia-makhatheli-balerina-holandia/ 

2. https://regarder.ge/kultura/maia-makhateli-qartuli-baletis-memkvidreoba/

3. https://en.wikipedia.org/wiki/Maia_Makhateli

 


Share: