The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კოკა რამიშვილი

კოკა რამიშვილი
Date of birth:30 August, 1956  (67 years)
Category:Artist

Biography

კოკა რამიშვილი ქართული თანამედროვე სახელოვნებო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. დაიბადა 1956 წლის 30 აგვისტოს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ინდუსტრიული დიზაინის, არქიტექტურისა და კინემატოგრაფიის მიმართულებით. აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1980-იან წლებში თბილისში იცხოვრა და იმუშავა, როგორც მხატვარმა. ამასთან, ჩართული იყო სინთეზური თეატრის საქმიანობაში.

1990 წლიდან ხდება სოლო და ჯგუფური გამოფენების აქტიური მონაწილე ბერლინსა და გლაზგოში, ბრისტოლსა (Arnolfini) და მიუნხენში (Häusler Contemporary Gallery).

1991 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა ვოლფგანგ პლატცის სახელოსნოში მიუნხენში.

1994 წელს, ის იყო თანადამაარსებელი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ვიზუალური ლაბორატორიის, ასევე, სახელოვნებო ჟურნალ „სიგნალის“ დამფუძნებელი 1997 წელს.

1997 წელს გახდა ბაუჰაუსის და შტუტგარტის Akademie Schloss Solitude-ის ჯილდოს ლაურეატი, ვიდეოინსტალაციისთვის – “სიგნალი”.

1998-2006 წლებში კოკა რამიშვილი იყო კურატორი კულტურის გაცვლითი პროგრამების  - BEAX ჟენევას, თბილისის ხელოვნების აკადემიასა და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრს (CCA) შორის.

2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ჟენევაში.

ამ პერიოდიდან მის ნამუშევრებს მასპინძლობს ევროპის სხვადასხვა კულტურის ცენტრი: Tate Modern (ლონდონი), MAMCO (ჟენევა, 2004), გოეთეს ინსტიტუტი ბერლინში, Musée des Beaux-Arts (ნანტი), Museum Folkwang (ესენი), M KHA Contemporary Art Museum (ანტვერპენი, 2014), Cobra Museum (ამსტერდამი),Museum für Konkrete Kunst ინგოლშდატში და სხვა.

2009 წელს მისი ინსტალაცია წარდგენილი იყო ვენეციის, 53-ე ბიენალეზე, საქართველოს პავილიონში. მჭიდროდ თანამშრომლობს გალერეებთან გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მიუნხენსა და ციურიხში ჰოისლერ კონტემპორარი გალერეაში, ნიუ-იორკში ვოლსფეის გალერეაში, ჟენევაში ედვარდ მიტერანდის გალერეასა და ლაურენს ბერნარდის გალერეაში.

მხატვარი ყოველ წელს აკეთებს ერთ ან ორ პროექტს საქართველოში. ბოლო პროექტი, რომელიც თბილისში წარმოადგინა, იყო  “აეროდრომი” ანუ ფარდა. ეს იყო გაგრძელება რიგი ინსტალაციებისა, რომელიც საფრანგეთში  და ვენეციის ბიენალეზე გააკეთა.

კოკა რამიშვილის ნამუშევრები ეფუძნება პოეტურ-სტრუქტურულ პლატფორმასა და ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას. სხვადასხვა დისციპლინაში ერთდროულად მუშაობს. ერთგვარად აგრძელებს იმ გზას, რომელიუც დაიწყო 1980-იანი წლების თბილისში, ჯარჯი ბალანჩივაძის თეატრში “ორფეოსი", სადაც იქმნებოდა ქორეოგრაფიის, პოეზიის, მუსიკის და ვიზუალური გამოსახულების სინთეზი.

ხელოვანს 40 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. პანდემიის პერიოდში გააკეთა ერთგვარი ხიდი საქართველოსთან. დაიწყო ონლაინ კლასი მათთვის, ვინც ქართულად საუბრობს. უზიარებს ახალგაზრდებს თავის ხედვას და გამოცდილებას, იმას რაც სამშობლოსა და უცხოეთში ისწავლა როგორც არტისტმა.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/n-r/ramishvili-koka.html 

2. https://helloblog.ge/story/story-1382

3. https://speech.ge/khelovneba/koka-ramishvili-artisti-shveitsaria/


Share: