The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ხათუნა გურგენაშვილი

ხათუნა გურგენაშვილი
Date of birth:198?
Category:Medical Doctor

Biography

ხათუნა გურგენაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი. სწავლის დროს ყველაზე მეტად დაინტერესდა ნეირომეცნიერების საგნებით. 2004 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და იმავე წელს პირველად ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ე. წ. „კლერკშიპის“ პროგრამით - მეიოს კლინიკაში, სადაც ერთი თვე გაატარა ნევროლოგიის დეპარტამენტში.

ემიგრაციაში წასვლას არ გეგმავდა, მაგრამ მეიოს კლინიკის გამოცდილებამ მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც კი უკან დაბრუნდა, მიიღო გადაწყვეტილება, რეზიდენტურა ამერიკაში გაევლო.

სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 2006 წელს მოხვდა დრექსელის უნივერსიტეტის ნევროლოგიის რეზიდენტურაში.

ემიგრაციის პირველი წლები რთული იყო, მაგრამ უძლებდა, რადგან ჰქონდა მიზანი და იცოდა, რომ მონდომება და შრომა შედეგს გამოიღებდა.

ამ პერიოდში გაიცნო ბევრი ქართველი ემიგრანტი. მათ შორის მომავალი მეუღლე, რომელიც ფსიქიატრიის რეზიდენტურაში სწავლობდა.

რეზიდენტურის შემდეგ, ხათუნამ მუშაობა დაიწყო ზოგად ნევროლოგად მრავალპროფილურ კერძო კლინიკაში, მერილენდის შტატში, სადაც ექვსი წელი იმუშავა. როცა მიხვდა, რომ მზად იყო ახალი გამოწვევისთვის, კვლავ სწავლა გააგრძელა. ჩააბარა პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგიის ასპირანტურაში. ფელოუშიპის დამთავრების შემდეგ კი, სამუშაოდ დარჩა იმავე უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მიოგრაფიისა და ეპილეფსიის განხრით.

ამჟამად მუშაობს ველსპანის ქსელის ნეიროჰოსპიტალისტად ცენტრალურ პენსილვანიაში, კლინიკაში - ზოგად ნევროლოგად და ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიაში აკეთებს ელექტრომიოგრაფიებს.

არის ამერიკის ნევროლოგიის ასოციაციის დიპლომატი ოთხი მიმართულებით - ნევროლოგია, ნეიროფიზიოლოგია, ეპილეფსია და ელექტროდიაგნოსტიკური მედიცინა. აგრეთვე, ამავე ასოციაციის საერთაშორისო კომიტეტის წევრი და პენსილვანიის ნევროლოგთა ასოციაციის ბორდის წევრი.

გავლილი აქვს ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის ლიდერთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა.

ხათუნას მეუღლე, ფსიქიატრი ირაკლი მანია, პენსილვანიის კისტოუნის ფსიქიატრიული ცენტრის სამედიცინო დირექტორია.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/khathuna-gurgenashvili-eqimi-ashsh/

 


Share: