The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფიო გორდელაძე

სოფიო გორდელაძე
Date of birth:198?
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ბერნის, ჟენევის, ჩიკაგოს, გენუის, ლისაბონის, სეულის, ზალცბურგის, თბილისის საოპერო თეატრების, ვექსფორდისა და ტიროლის საერთაშორისო ფესტივალების მოწვეული სოლისტი - ასე გამოიყურება დღეს ქართველი სოპრანოს სოფიო გორდელაძის რეგალიები.

დაიბადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში. მუსიკით ადრეული ბავშვობიდან დაინტერსდა, რაც ოჯახმა განაპირობა. დედა პი­ა­ნის­ტია, მომ­ღერ­ლებ­თან კონ­ცერ­ტმე­ის­ტე­რად მუ­შა­ობ­და და სიმ­ღე­რა მან ას­წავ­ლა. მამა ექი­მი იყო, მაგ­რამ მე­ლო­მა­ნი, მრა­ვალ­მხრი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი.

სოფიომ მუსიკალური სკოლა და ნიჭიერთა ათწლედი ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. პარალელურად სიმღერაშიც მეცადინეობდა. ამას მოჰყვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლა, ჯერ საფორტეპიანო, შემდეგ კი - ვოკალურ ფაკულტეტზე, გულიკო კარიაულის კლასში. მა­შინ გა­და­წყვი­ტა, რომ სიმღერა იქ­ნე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბის წამ­ყვა­ნი სფე­რო და არა პი­ა­ნის­ტო­ბა, თუმ­ცა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო გა­ნათ­ლე­ბა ძალი­ან ეხ­მა­რე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის გარჩევა-შესწავლის პროცესში.

ქართველი სოპრანოს წარმატებული საერთაშორისო კარიერა 2010 წელს დაიწყო. მაშინ, ჯერ კიდევ სტუდენტი ცნობილმა უცხოელმა მეცენატმა ავსტრიელი მომღერლის, ელიზაბეტ შვარცკოფის მასტერკლასზე მიიწვია.

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ბა­კა­ლავ­რიატის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სოფიო გორდელაძემ მიიღო სტი­პენ­დია და სწავლა გააგრძელა იტალიაში, მოდენაში, ცნობილი მომღერლის, მირელა ფრენის აკადემიაში.

აკადემიაში სწავლის ორწლიან პერიოდში და შემდეგაც არა­ერ­თი მას­ტერკლა­სი გა­ი­ა­რა მსოფლიოში აღიარებულ მომ­ღერ­ლებ­თან, როგორებიც არიან - ლელა კუბერლი, მარია ლუიზა ჩონი, ფრანცისკო არაიზა, მარიელა დევია და სხვა.

2009-2010 წლებ­ში ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და  ნელ-ნელა თეატრებიდან შემოთავაზებებიც გაჩნდა. 10 კონკურსი აქვს მოგებული იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში და სხვადასხვა ქვეყნებში.

2 წელი ჟე­ნე­ვა­ში ახალ­გაზ­რდულ სა­ო­პე­რო დას­ში მუ­შა­ობ­და,  შემდეგ ცხოვრობდა ვე­ნა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში...

ევროპაში მომღერლის დებიუტი 2010 წელს შედგა, ავსტრიაში, ვერდის ოპერა "ტრავიატაში", სადაც ვიოლეტას პარტია შეასრულა.

მა­ნამ­დე თბი­ლის­შიც უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი ჰქონდა ჩატარებული. თა­ნამ­შრომ­ლობ­და სიმ­ფო­ნი­ურ, კა­მე­რულ ორ­კესტრებ­თან. 2006 წელს სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე "კარ­მი­ნა ბუ­რა­ნა­ში" ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად იმ­ღე­რა. ეს იყო მისი დე­ბი­უ­ტი თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე. მერე იყო მონაწილეობა თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატრის დადგმებში 2010-2011 წლებ­ში.

2011 წლიდან ჟენევის საოპერო თეატრის სოლისტი გახდა, ამას მოჰყვა ჩიკაგოს, სეულის, ბერნის, გენუის კარლო ფელიჩეს, ლისაბონის საო კარლოსის საოპერო თეატრები, სადაც მას რეგულარულად იწვევენ.

პანდემიის დროს, როცა მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი გახდა და სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge/article/257248-sashineli-krizisia-carmoidginet-mteli-celi-sce/ 

2. https://gurianews.com/pirveli-kontserti-sakartveloshi-da-tsarmatebuli-tslebi-evropashi-vin-aris-sopio-gordeladze/

3. http://m.geotimes.com.ge/news.php?news_id=92560&lang=geo

4. https://speech.ge/khelovneba/sophio-gordeladze-operis-momgherali-germania


Share: