The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე ქავთარაძე

ივანე ქავთარაძე
Other name:იან
Date of birth:1897
Date of death:2 August, 1944  (at 47 years)
Category:Historian, Military Person

Biography

პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა შორის იყო ივანე (იან) ქავთარაძე. პოლონეთში 1920-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდა. პროფესიით ისტორიკოსი იყო. საქართველოს ისტორიის ლექციებს კითხულობდა ვარშავის აღმოსავლეთის ინსტიტუტში.

აღმოსავლეთის ინსტიტუტი 1924 წლის დეკემბერში შეიქმნა, პოლონური აღმოსავლეთმცოდნეობის ტრადიციების განახლების მიზნით. ოციანი წლების მეორე ნახევარში ინსტიტუტთან დაარსდა აღმოსავლეთის შესწავლის სკოლა, რომელიც 1930 წელს განათლებისა და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დამტკიცებული.

ახლად შექმნილ სკოლას ჰქონდა სამი განყოფილება: თურქული, ჩინური და იაპონური. სასწავლო პროგრამა მოიცავდა, ენის, თანამედროვე ისტორიის, გეოგრაფიის, რელიგიათმცოდნეობის, ეკონომიკური განვითარების საკითხების შესწავლას.

ცოტა მოგვიანებით შეიქმნა საქართველოს განყოფილება, სადაც ლექტორებად მიიწვიეს ივანე ქავთარაძე და გიორგი ნაკაშიძე.

1929 წელს აღმოსავლეთის ინსტიტუტმა გამოსცა იან (ივანე) ქავთარაძის წიგნი „გრუზია“ პოლონურ ენაზე. წიგნი გამდიდრებულია ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა პორტრეტებითა და სქართველოს რუკით. 

მეტად საინტერესოა წიგნის მიძღვნა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის პოლონეთში მცხოვრები ქართველების მადლიერებაზე ამ ქვეყნის მკვიდრთა და ხელმძღვანელობის მიმართ: „ისტორიის წიგნი უბედური ერისა, რომლის შვილებმაც საკუთარი სამშობლოს ტრაგედიის წლებში თავშესაფარი ჰპოვეს პოლონეთის მიწაზე. ვუძღვნი პოლონელ ხალხს; ჩემ ნაშრომს მივართმევ პირველ მარშალს იუზეფ პილსუდსკის, როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გამომხატველს“.

ივანე ქავთარაძე მეუღლესთან ერთად დახვრიტეს 1944 წლის 2 აგვისტოს, ვარშავის აჯანყების დროს.

წყარო:

ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.228

https://gfsis.org.ge/files/my-world/10/qartvelebi%20ucxoetshi.pdf


Share: