The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ ლაღიძე

Date of birth:1898
Date of death:1960  (at 62 years)
Category:Military Person

Biography

პოლონეთისა და ინგლისის არმიების ოფიცერი ვლადიმერ (ლადო) ლაღიძე დაიბადა 1898 წელს, აშხაბადში. ის დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ყოფილი იუნკერი გახლდათ.

1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და სხვა იუნკრებთან ერთად პოლონეთში მოხვდა. ვარშავის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გახდა პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი.

1924 წელს ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში არტილერიის ლეიტენანტად და განვლო გზა არტილერიის მაიორობამდე.

მონაწილეობდა 1939 წლის ბრძოლებში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ იყო ერთ–ერთი საარტილერიო ათასეულის მეთაური.

პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის გენერალ ვლადისლავ ანდერსის ადიუტანტი იყო.

ომის დამთავრების შემდეგ ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში დარჩა, სადაც გარდაიცვალა  1960 წელს.

1976 წელს მისი ნეშთი პარიზთან ახლოს გადაასვენეს.

დაჯილდოებული იყო „ვირტუტი მილიტარის“ უმაღლესი ორდენით.

წყარო:

1. ურუშაძე ლევან. ვლადიმერ (ლადო) ლაღიძე : (1900–1960)// ურუშაძე ლევან. ევროპა  და  ქართული პოლიტიკური ემიგრაცია . - თბ., 2005.– გვ. 27–28. 

2. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.223.


Share: